„ასე მგონია ხანუმა, სამანიშვილი, რიჩარდი, მეფე ლირი სხვისია და ახლა რასაც ვკითხულობ სხვამ დაწერა“, - წერს რობიკო სტურუას პოსტით აღშფოთებული ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მანანა მანჯგალაძე: „აღარ მსურს თქვენი სპექტაკლების ნახვა.. ვერაფერს ღირებულს ვეღარ მივიღებ, ვერაფერს ვნახავ ახალს, კარგს.. განა ამით თქვენ რამე დაგაკლდებთ არც არაფერი, მხოლოდ ერთი რიგითი მაყურებელი. განა იმიტომ რომ სხვადასხვანაირად ვფიქრობთ, განა პოლიტიკის ბრალია.. არა , რაღაც ღირებულებები დაიკარგა... მე რომ დამეკარგა არაფერია, მაგრამ მაესტრო რომ ხარ და ასე დაგემართება....... ღმერთო, ასე ნუ გამაბოროტებ... ასე მგონია ხანუმა, სამანიშვილი, რიჩარდი, მეფე ლირი სხვისია და ახლა რასაც ვკითხულობ სხვამ დაწერა“...
მანანა მანჯგალაძის აღშფოთების მიზეზი ის პოსტია, რომლითაც რეჟისორი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა.
მასალის გამოყენების პირობები






