"ჩემი საყვარელი ადამიანი კახა აღარ არის.."- სოციალურ ქსელში კახა ბენდუქიძეს ემშვიდობებიან
საზოგადოება - 11:04, 14 Nov, 2014     4886

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სამძიმრის წერილები გავრცელდა, როგორც მისი ახლო მეგობრების, ასევე იმ ადამიანების მხრიდან, ვისთვისაც კახა ბენდუქიძე რესპოდენტი ან უბრალოდ ფეისბუქ-მეგობარი იყო. მის გარდაცვალებას გამოოეხმაურნენ საზოგადოების ცნობილი სახეებიც, მათ შორის მწერლები, სასულიერო პირები და ჟურნალისტები:

კოტე ყუბანეიშვილი (პოეტი) - ჩემი საყვარელი ადამიანი კახა აღარ არის, ძნელი წარმოსადგენია რო ვეღარ გავიგებ კახას ხმას, ვერ ვიღადავებთ ერთად. ვტირივარ ყველასთან ერთად ვისაც კახა უყვარდა.

გიორგი კეკელიძე (პოეტი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი) - აქ შემოსვლას კარგა ხნით არ ვაპირებდი, არც თბილისში ვარ და დიდად არც ხასიათზე, მაგრამ ტელეფონზე მეგობრის წერილი მომივიდა და.. Kakha Bendukidze-ს შევხდი 2009 წელს, შეხვედრაზე ზაზა შათრიშვილიც დამხვდა - ლიტერატურის მიმართულების ჩამოყალიბებას გეგმავდნენ - მერე მივიყვანე ზაალ ჩხეიძეც. დიდი და გადამდები ენთუზიაზმი იგრძნობოდა. ასე დავიწყეთ თავისუფალ უნივერსტეტში მუშაობა. მერე იყო მოლაპარაკებები lib.ge-ზე, რომელზეც ვერ შევთანხმდით, მაგრამ სწორედ ამან გამოწვია ალბათ, რომ ერთ დღეს კახამ დამირეკა და მთხოვა, ხომ არ ჩავუდგებოდი ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში - სწორედ მას ურჩევია ჩემი კანდიდატურა პარალმენტისთვის - თან ხასზგასმით მითხრა, რომ პოლიტიკისგან შორსვე დავრჩებოდი. გამიკვირდა, ვიფიქრე და ცოტა გვიან დავთანხმდი. ამის მერე ხშირად ვერ ვხვდებოდით, მაგრამ პერიოდულად აქვე, fb-ზე ვწერდით ხოლმე - სულ ბოლო ერთი კვირის წინ მართვის სკოლის სტუდენტებზე მკითხა. მართლა ძალიან მიჭირს დაჯერება, რთული, ძალიან ნიჭიერი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

ნინო დარასელი (ჟურნალისტი) - სულ მინდოდა ჩამეწერა,მაგრამ ვხვდებოდი ამისთვის წინასწარი მომზადება მჭირდებოდა.სულ წარმომედგინა როგორ მკითხავდა:ამ სისულელეს მართლა მეკითხები?:-) და მეც დავეთანხმებოდი,რომ მართლა სისულელე ვკითხე.თანამედროვე საქართველოში ძალიან ცოტაა და ძნელად ვიხსენებ მსგავსად პროგრესულ,მასშტაბური აზროვნების,საოცარი იუმორის მქონე ადამიანს:-(პოლიტიკოსს,რომელსაც მტერი და მოყვარე ერთნაირად აფასებდა.სკოლა გახსნაო რომ თქვეს,პირველები ის ხალხი მიაქანებდა შვილებს,მანამდე სულ "ბენდუქიძე იუდას" რომ გაიძახოდნენ:-( ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის

ეკა კვესიტაძე (ჟურნალისტი)- გუშინ გავიგე, რომ ოპერაცია გაიკეთა. წერილის მიწერას ვაპირებდი, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიყვარს. ვერ მოვასწარი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ცა ჩამოიქცა

რუსუდან გოცირიძე (აპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი) - მას, ფაქტობრივად არასოდეს შევხვედრილვარ პირადად... არც დიდი სურვილი მქონია, იმიტომ, რომ მასავით პირდაპირ და შეულამაზებლად მოლაპარაკე ადამიანთან ურთიერთობა სულაც არაა იოლი, მით უფრო, თუკი "მისი ბანაკის" არ ხარ. როგორც განწყობით მემარცხენეს, მისი ძალიან ბევრი მიდგომა სრულიად მიუღებელი იყო...

სულ რამოდენიმე თვის წინ ჩემი მეგობრების ერთ ჯგუფს თხოვნით მივმართე ერთი ძალიან ძვირფასი ადამიანის დასახმარებლად... მესიჯების სიაში ერთადერთი "უცხო" მისი სახელი შევიტანე, სრულიად დარწმუნებულმა, რომ არასოდეს ნახავდა მსგავს ცირკულარულ წერილს... წერილის გაგზავნიდან რამოდენიმე წუთში ცალკე მესიჯი მომივიდა მისგან და დახმარება შემომთავაზა. იმდენად დაუჯერებელი იყო იმ წერილის კითხვა, რომელიც პატარა ბავშვის სურათიანი პროფილიდან მოდიოდა, რომ რამდენჯერმე გადავამოწმე, ნამდვილად ბენდუქიძე მწერდა თუ არა..... და ეს დახმარება ადრესატამდე რამოდენიმე დღეში მოვიდა...

მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ის იშვითი ადამიანი, რომელსაც არა მხოლოდ სჯეროდა კარგი განათლების, არამედ თავისი საქმიანობით სწორედ განათლებას ემსახურებოდა...

ენის მოჩლექვითა და "მაგრამებით" მოლაპარაკე საზოგადოებას დააკლდება მისი პირდაპირი და ხშირად ძალიან მკვახე სიტყვა... R.I.P. Kakha





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42