ირაკლი ვაჭარაძე: „სასტიკად ვაკრიტიკებდი როდესაც ხელისუფლებაში იყო“
საზოგადოება - 11:10, 14 Nov, 2014     3161

„მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ყელში მაინც ბურთი და თვალში ცრემლი მადგება- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე.


„ნახვამდის ბენდუ“

„კაციჭამია მემარჯვენედ მივიჩნევდი და ყველა ღარიბის პრობლემასაც ლამის მის რეფორმებს ვაბრალებდი. მიუხედავად ამისა, არასდროს შეუწყვეტია ჩემი აღფრთოვანება თავისი ხალასი გონებით, რომელიც გასაოცარი სიმსუბუქით ატრიალებდა უმძიმეს იდეებს ჰაერში და უჩვეულო სისწრაფითვე, სხაპასხუპით გადასცემდა გაოცებულ მსმენელს.


ის იყო ყველაზე საინტერესო მოაზროვნე რომელიც შეიძლება საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ მუდამ გაიძულებდა გეფიქრა კრიტიკულად, მისთვის წინააღმდეგობა გაგეწია, ახალი არგუმენტები მოგეფიქრებინა და ამგვარად, საკუთარ ჭეშმარიტება აღმოგეჩინა.


კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი, რომელიც უჩვეულო ლაკონურობით და სისხარტით ატევდა დიდ ისტორიულ მოვლენებს სულ რამდენიმე წინადადებაში. მისი ესსე დავით აღმაშენებლის შესახებ, თამთა მელაშვილის “გათვლის” მსგავსად, ჩვენი დროის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანეს ტექსტად დარჩება.


მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ყელში მაინც ბურთი და თვალში ცრემლი მადგება.


მიუხედავად იმისა, რომ მისი და ჩემი იდეოლოგია ერთმანეთისგან რადიკალურად, დიამეტრალურად განსხვავდებოდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი ისე დამწყდა გული ამ საინტერესო ადამიანის ამ ამ ქვეყნიდან წასვლის გამო.


ყველაზე ბოლოს კი, იმან გამითბო გული, რომ ეს “კაციჭამია მემარჯვენე” ლილე ჩხეტიანის სიცოცხლის გადასარჩენ აქციაში ჩაერთო და თან ყველას წერდა- ძალიან მიყვარხართო.


ბატონო კახა, იმედი მაქვს სამოთხეში ანგელოზებს არ დაერევით და ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ.

დაგვაკლდებით“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42