„გაგიკვირდებათ ზოგიერთებს და ზოგს არა.... მაგრამ მეწყინა“.... ! – წერს სალომე ზურაბიშვილი, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამ პოსტს უცხოეთში მცხოვრები ქართველი პიანისტი თეა ჭკუასელი შემდეგი სიტყვებით ეხმაურება.
თეა ჭკუასელი სალომე ზურაბიშვილს - „გული დაგწყდათ? ეხლა, როდესაც გარდაიცვალა? ეხლა ამბობთ რომ თურმე კარგი უნივერსიტეტი გაუკეთები? და მის სიცოცხლეში თუ გითქვამთ მისთვის ეს ამბავი? თუ სიკვდილის მერე ხართ ყველა მაგრები? ფარისევლებო და ბოღმებო. არშემდგარი დაკომპლექსებული ბრბო ხართ“.
სალომე ზურაბიშვილი: „მეწყინა რადგანც ამ ადამიანმა ცუდი რაც გააკეთა ჯერ არავის დაუმტკიებია (ვგულისხმობ ქვეყნის აქტივებს რუსეთზე გაყიდვის ბრალდებებს რაშიდაც მგონი მეტს აბრალებდნენ ვიდრე რეალურად იყო მის პასუხისმგებლობაში, და რომელ საქმეშიც ბევრად უფრო კარგად მოკალათებულნი სხვებიც იყვნენ : ბეჟუაშვილები და სხვები), კარგი საქმე კი მე ვიცი ერთი : მისი დაარსებული უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დავათვალიერე და ამ საქმეს რომ ხელს მოკიდებს ადამიანი და მას ასეთ დასრულებულ სახეს მისცემს უნდა უთუოდ დაუფასდეს... ქართულ განათლებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის ვინც ვერ გადიან ქვეყნიდან სასწავლებლად მეტი გააკეთა ვიდრე ნებისმიერ განათლების მინისტრმა დღემდე.... ამიტომ მის სტუდენტებთან ერთად მეც მეწყინა“!
მასალის გამოყენების პირობები






