განცხადება ასოციაცია ,,ატუ“-ს მიერ რაჭაში განხორცილებული ტყის ჭრის შესახებ
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:51, 13 Nov, 2014     2986
სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია ასოციაცია ,,ატუ“-ს მიერ რაჭაში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ შემდეგს:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ასოციაცია ,,ატუ“ წლების განმავლობაში ახორციელებს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას. ასოციაციას თავისი არსებობის მანძილზე განხორციელებული აქვს 80-ზე მეტი დიდი და საშუალო მოცულობის საქველმოქმედო პროექტი. აღნიშნული პროექტების საფუძველზე შექმნილი მატერიალური ფასეულობები პერიოდულად, დასრულებისთანავე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემოდა სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველობებს და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. (2011-2013 წლებში გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება შეადგენს 228 მილიონ ლარს). იმის გათვალისწინებით, რომ ასოციაცია „ატუ“ თავისი ძალებით ახორციელებს მშენებლობებსა და კაპიტალურ შეკეთებებს, მშენებლობისთვის იყენებს ხის მასალას, რის შეძენაც ბაზარზე საკმაოდ შეზღუდულია, ასოციაცია კანონმდებლობის სრული დაცვით პერიოდულად წერილობით მომართავდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობისთვის საქართველოს მთავრობის წინაშე სამასალე მერქნის გამოყოფის შესახებ.

„ასოციაცია ,,ატუ“-ს დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის N 1529 განკარგულებით გამოეყო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ტყეკაფები 10.000 მ3 ხე-ტყის მისაღებად (როგორც სამასალე ასევე საშეშე). აღნიშნული ტყეკაფებიდან მიღებული პირველი ხარისხის (სამასალე) მერქანი ასოციაცია ,,ატუ’’-ს მიერ უნდა მოხმარდეს მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობას, კერძოდ:

Ø ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ძირითადი კორპუსის მშენებლობა-შეკეთებისათვის;

Ø მიწის ძვრით დაზარალებულთა სახლების მშენებლობისათვის;

Ø მოსახლეობის ინდივიდუალური სახლების სახურავის შეცვლისათვის;

Ø ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობისათვის- ქუთაისში, ბათუმში, ფოთში და გორში რაგბის რეგიონალური ბაზის მშენებლობისათვის;

Ø საჩხერის მუნიციპალიტეტის პერევის საჯარო სკოლის მშენებლობისათვის;

Ø საჩხერის I საჯარო სკოლის მშენებლობისათვის;

Ø სხვა არაკომერციული საქმიანობა, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით

პროგრამით გათვალისწინებული მშენებლობის დასრულებისათვის შეიქმნა საჭიროება მთავრობის განკარგულებით 5000კბმ ხე-ტყის გამოყოფაზე, საიდანაც 2500-3000 მ3 I ხარისხის (სამასალე) მერქანი მოხმარდება ზემოთ აღნიშნულ პროექტებს, ხოლო დანარჩენი დამზადების შედეგად მიღებული II ხარისხის (საშეშე) მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა რეგიონის მუნიციპალიტეტებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ასოციაცია ,,ატუ“ საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული და სპორტული დაწესებულებების რესტავრაცია-მშენებლობისა და ეკოლოგიური და სოციალური პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიების მიზნით, 2008 წლიდან ხე-ტყის დამზადებას ახორციელებს", - ნათქვამია გარემოს დაცვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია ,,ატუ" რაჭაში ტყეს ჩეხდა, კერძოდ საუბარია, შაორის ტბის მიმდებარე ტყეზე. ინფორმაციის თანახმად, „ატუს'' რაჭაში სოციალური ჭრის ნებართვა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით მიენიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42