თბილისის მერიის პრობლემური მშენებლობების შემსწავლელმა კომისიამ დიღმის ტყე-პარკის შესახებ იმსჯელა
საზოგადოება - 18:15, 13 Nov, 2014     1685

თბილისის მერიაში „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისიის“ პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომისიამ დიღმის ტყე-პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის დაბრუნების შესახებ იმსჯელა. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მომავალ სხდომაზე მიიღებს.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, არ დააზარალებს კერძო სექტორს და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის კომისიის მუშაობის ფორმატი მისაღებია. კოჟორიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაცემული მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული აქტების სამართლებრივი ხარვეზების შემსწავლელი დროებითი კომისია 5 ნოემბერს თბილისის მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისიას თბილისის მერი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, შესაბამისი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები, ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს წევრები შედიან. კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42