წლების მანძილზე, ‘წყალმომარაგების ხელშეკრულების” სტანდარტული ფორმის მიხედვით ერთადერთი, რისი ‘მოწესრიგებაც” ზემოთხსენებულმა კომპანიამ მომხმარებლებთან შეძლო, ზღვრული ტარიფის დაწესებაა, რომელიც, როგორც ირკვევა, მხოლოდ ცალმხრივად შესასრულებულ ვალდებულებებზეა აგებული.
მეტი სიზუსტისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისისს 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომწოდებელი ვალდებული იყო უზრუნველყო მომხმარებელთათვის წყლის უწყვეტად მიწოდება, ანუ 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი წნევით (რომ მომხმარებელს არ დასჭირვებოდა დამხმარე მოწყობილობეი და ელექტროენერგიის ხარჯის გაწევა) და სასმელად ვარგისი. გამომდინარე აღებული ვალდებულებებიდან, წყალმომარაგების მარეგულირებელმა ერoვნულმა კომისიამ ზღვრული ტარიფები დაადგინა, რის მიხედვითაც გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ზღვრულ ტარიფად (ზედა ზღვარად) თითო სულზე 2,03 ლარი განისაზღვრა.
დღეის მონაცემებით, ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანიის ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ოზურგეთის მოსახლეობის 75%-ს წყალი მიეწოდება გრაფიკით, ანუ დღეში 8 საათით, დანარჩენ 25#-ს კი, 24 საათის განმავლობაში, მაგალითად, კოსტავას, გრიბოედოვის, გენიჩესკის ქუჩებზე. საინტერესო კი ის არის, რომ 8 საათიანი წყალმომარაგების მქონე მომხმარებლებსაც ერთ სულზე ახდევინებენ ზღვრულ ტარიფს, ანუ 2,03 ლარს. 8 საათიანსა და 24 საათიანს შორის კი სხვაობა 16 საათია.
‘ეს მომხმარებელთა უფლებების უხეში დარღვევაა, ერთი და იმავე ტარიფის განსაზღვრა წყლის გრაფიკითა და 24 სათიანი მომხმარებლებისათვის. წარმოიდგინეთ, როცა მომხმარებელი წყალს იღებს დღეში მხოლოდ 8 საათი და იხდის 2ლარს, რამდენსაც უწყვეტად მომხმარებელი, 16 საათი რომ ხარჯები დაზოგა კომპანიამ? ეს არის მოსახლეობის ყვლეფა, რომ მონოპოლისტებმა ყოველთვიურად მაღალი, ათი ათასზე ზემოთ ხელფასები მიიღონ. ხედავს დარღვევებს, მაგრამ არ რეაგირებს ადექვატურად, იმიტომ, რომ უზრუნველყოფილი ჰქოდეს მაღალი ხელფასი. საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას აქვს ადგილი”-aseTia iuristebis Sefasebebi.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი ზაზა სიხარულიძe, კითხვაზე, თუ რატომ იხდის ქ.ოზურგეთში 8-საათიანი წყალმომარაგების მქონე აბონენტი, ზღვრულ ტარიფს და ნიშნავს თუ არა ეს მათი უფლებების უხეშ დარღვევას, სიხარულიძე აცხადებს : ეს ცალსახად არ ნიშნავს მომხმარებლის უფლებების დარღვევას, რადგან სადაც არ არის გამრიცხველიანებული აბონენტები სემეკის მიერ დადგენილია ერთ სულზე 300 ლიტრა წყლის დღეღამური მოხმარება, ტარიფი 2 ლარი გათვლილია აღნიშნულ ხარჯზე, ფაქტიური მოხმარება კი ოზურგეთში ერთ სულზე შეადგენს 500 ლიტრზე მეტს, ამიტომ მიგვაჩნია რომ ეს ტარიფი არა თუ არ წარმოადგენს მომხმარებლის უფლებების დარღვევას, არამედ ამ ეტაპზე სამართლიანია”.
თუ რატომ ვერ ხერხდება, აბონენტებისთვის გრაფიკთან და მოხმარებულ წყალთან ადექვატური გადასახადის დაწესება, ან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება? გვპასუხობს, რომ აღნიშნულ პრობლემას ინდივიდუალური გამრიცხველიანება გადაწყვეტს: ‘აღნიშნულ პრობლემას გადაწვeტვს ინდივიდუალური
გამრიცხველიანება, რაც კომპანიის მიერ უკვე ხორციელდება. ყველა გადაიხდის მოხმარებული წყლის ადექვატურ გადასახადს”.
თეა იოსელიანი, გურია, ,,ნიუპოსტი“
მასალის გამოყენების პირობები






