აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები ლევან ცაგურიას შეხვდნენ
საზოგადოება - 15:10, 13 Nov, 2014     1372

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დეპუტატები და აპარატის წევრები ცნობილ ქართველ სუმოისტ ლევან ცაგურიას (კოკაის) შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებებისა და იაპონურ ჭიდაობა ”სუმოში” მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისთვის ლევან ცაგურია უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

შეხვედრა უმაღლეს საბჭოში იყო უაღრესად გულთბილი. წარმოშობით აფხაზეთელმა სპორტსმენმა თანამემამულეებს იაპონიაში თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებები გაუზიარა. საუბარი შეეხო სხვადასხვა თემას. ცხადია, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აინტერესებდა, როგორ უდგებოდა იაპონია ანალოგიურ პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც ლევან ცაგურიამ აღნიშნა, ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორცაა იაპონია, ”კურილიის თემა” მეტად მტკივნეული პრობლემაა და არ არსებობს ვადა, რომელიც მისი დაბრუნების მცდელობას გაახუნებს ან დაავიწყებს მოსახლეობას.

”საქართველოსგან განსხვავებით, იაპონიის რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსები და პატრიოტები საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან პერიოდულად (თვეში ოთჯერ მაინც) საკმაოდ ხმაურიანად და ქუჩის აქციების ჩათვლით შეახსენებენ ხოლმე იაპონიის მოსახლეობას 70 წლის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული კურილიის კუნძულების პრობლემებს. ეს არის ერი, რომელიც საკუთარ პიროვნულობას ძალიან უკან გადასწევს და მთელ თავის ერუდიაციასა და პოტენციალს ქვეყნის საერთო საქმეს უძღვნის. მხოლოდ პატრიოტიზმს და ქვეყნისთვის თავგანწირვას შეუძლია ქვეყანას წარმატება მოუტანოს” - აღნიშნა ლევან ცაგურიამ.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მადლობა გადაუხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს და აპარატის თანამშრობლებს გულთბილი მასპინძლობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42