ოზურგეთის საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი არ მოწმდება
საზოგადოება - 14:46, 13 Nov, 2014     2553

ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, ყველა სკოლაში წყლის მიწოდების სისტემა განსხვავებულია. სასმელი წყლის ხარისხი კი სათანადო რეგულარობით არ მოწმდება, კვლევები საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ბაზაზე არსებულმა ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში 37 სკოლიდან მხოლოდ 5-მა სკოლამ შეამოწმა წყლის ხარისხი. სკოლის დირექტორების განცხადებით, ეს გამოწვეულია იმით, რომ წყლის ლაბორატორიული სინჯის გაკეთება 450 ლარი ჯდება, რისი შესაძლებლობაც სკოლის ბიუჯეტს არ გააჩნია.

“ვფიქრობთ რომ ეს განათლების სამინისტროს მოსაგვარებელია. “ – აცხადებენ დირექტორები.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი დავით ცერცვაძე, ირწმუნება რომ წყლის ხარისხი ოზურგეთის სკოლებში რამდენჯერმე შემოწმდა და დადებითი პასუხი მიიღეს, შიდა გაყვანილობების მოწესრიგებაზე კი პასუხისმგებლობას თავად სკოლებს აკისრებს.

„ჩვენ ხშირად ვახდენთ წყლის ხარისხის შემოწმებას, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც სასწავლო დაწესებულებამდე სუფთა ხარისხის წყალი მიდის და იქ არსებულ ავზებში ვარდება წყლის ხარსხი. ჩვენ ვალდებულები ვართ შენობამდე წყალი მაღალი ხარისხით მივიყვანოთ, შიდა გაყვანილობები თუ მოუწესრიგებელია და წყალს აბინძურებს ეს ჩვენი მოსაგვარებელი არაა, ამაზე სკოლებმა უნდა იზრუნონ”- აცხადებს ცერცვაძე.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42