საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულმა ბიანკას მკვლელობაც სცადა
საზოგადოება - 13:29, 13 Nov, 2014     18980

საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული მანამდე კიდევ ერთი ტრანსგენდერის ბიანკა შიგუროვას მოკვლას ცდილობდა. ინფორმაციას ორგანიზაცია „იდენტობა“ ავრცლებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციას თავად შიგუროვამ აცნობა.

„ჩვენთვის მოცემულ ახსნა-განმარტებაში ბ. შიგუროვა უთითებს, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს, საბი ბერიანის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 20:00 საათისთვის, მკვლელობაში ბრალდებული პირი მასთან სახლშიც მივიდა და მასზე ფიზიკურად იძალადა. კერძოდ, ბიანკასთან შეხვედრისთანავე, ბრალდებული მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოულოდნელად დაესხა თავს და გულის არეში ელექტროშოკით დარტყმა მიაყენა. შიგუროვას თქმით, მან თავდამსხმელს ელექტროშოკის აპარატი ხელიდან გააგდებინა, თუმცა, ის თავადაც დაეცა იატაკზე. ამის შემდეგ, თავდამსხმელმა მას ყელში ხელები წაუჭირა და მისი დახრჩობა სცადა თუმცა, ბიანკამ დაყვირება და მის ბინაში მცხოვრები მეგობრის დაძახება შეძლო, მეგობარმა კი დასახმარებლად მეზობელს მოუხმო. ერთობლივი ძალისხმევით, მათ თავდამსხმელის სახლიდან გაგდება შეძლეს. ბიანკას თქმით, მეზობელი თავდამსხმელს გაედევნა და ქუჩაში გაიგონა, მან ტელეფონით სხვა პირებს როგორ გადასცა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და დასახმარებლად ადგილზე მოსვლა სთხოვა. ბიანკას განცხადებით, ის მოგვიანებით ტელეფონით დაუკავშირდა თავდამსხმელს და სცადა მისთვის აეხსნა, რომ განმეორებით თავდასხმის შემთხვევაში, იგი პოლიციას მიმართავდა, რა დროსაც, თავდამსხმელმა მას განუცხადა, რომ ის თავად იყო პოლიციელი და არაფრის ეშინოდა.

ბიანკას თქმით, თავდამსხმელს არაფერი უთქვამს, ან უკითხავს საბი ბერიანის შესახებ და მასზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირი კავშირი საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან არ აქვს.

ბ. შიგუროვას განცხადებით, ის და მის ბინაში მცხოვრები მეგობარი, მომხდართან დაკავშირებით, 12 ნოემბერს, პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა. თუმცა, მათ ჩვენებას გამოძიების საჯაროდ გაცხადებულ ვერსიაზე, რომ მკვლელობა ანგარების მოტივით იქნა ჩადენილი, გავლენა არ მოუხდენია. ბიანკას თქმით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროკურატურამ მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ბ. შიგუროვასა და მისი მეგობრის თქმით, საგამოძიებო ორგანოებში ყოფნისას, ზოგიერთმა თანამშრომელმა მათ მიმართ ტრანს- და ჰომოფობიური სიძულვილის ენა გამოიყენა.

მიგვაჩნია, რომ ბ. შიგუროვას ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენისათვის. ბ. შიგუროვას ახსნა-განმარტება აჩვენებს, რომ ბრალდებულმა, მკვლელობის დღეს, ძალადობა რამდენიმე დამოუკიდებელ ეპიზოდში ტრანსგენდერი პირების, როგორც ლგბტ თემის წევრების მიმართ განახორციელა და ამდენად, მისი ქმედება სავარაუდოდ გენდერული იდენტობის გამო, სიძულვილით იყო მოტივირებული. ეს გარემოება ეჭვებს აჩენს გამოძიების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ანგარებით ჩადენილ ტიპურ მკვლელობას წარმოადგენდა. ცხადია, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების შეფასება სცილდება ჩვენს მანდატს, თუმცა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პირველად ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებს დასაბუთებული პასუხი გასცეს და საქმეზე ყოველმხრივი და ეფექტური გამოძიება ჩაატაროს.

ბ. შიგუროვასა და სხვა მოწმეების ახსნა-განმარტებების საფუძველზე, ხელმომწერი ორგანიზაციები დასაბუთებული განცხადებით მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ, რომ მან

შეისწავლოს ბ.შიგუროვას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი და საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან კავშირში, მას სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს. ამ მხრივ, არსებითია, გამოძიებამ შეისწავლოს გენდერული იდენტობის გამო სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც გამოვლენილი ძალადობის ორივე საქმეში უნდა დომინირებდეს;

ბ. შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დამოუკიდებლად დაიწყოს გამოძიება და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. ასევე, უზრუნველყოს ბ. შიგუროვას მიერ ბრალდებული პირის ამოცნობის ჩატარება;

მიიღოს სათანადო სამართლებრივი ზომები ბ. შიგუროვას პირადი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;

უზრუნველყოს მისი თანამშრომლების მიერ ლგბტ პირთა უფლებების პატივისცემა და აღკვეთოს მათი მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42