სულა სულაშვილი: „ბოზი არ ვარ, მკვლელი ვარ“
საზოგადოება - 02:07, 13 Nov, 2014     14898
ნიუ-იორკიდან ნიუჯერის მიმართულებით მივემგზავრებოდით მე და ქართველი პროფესორი, ბატონი შოთა ვაშაკიძე, რომელიც ამერიკის ერთ ერთ უნივერსიტეტში ფიზიკის კათედრაზე მუშაობდა...
სწაფად მიმავალმა ფორდის მარკის ავტომობილმა გადაგვასწრო...
ბატონმა შოთამ მთხოვა საგზაო საპატრულო პოლიციაში გადამერეკა.
- რატომ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ჩემი მობილური დამჯდარია, თან საჭესთან ვზივარ. მანქანის სანომრე ნიშანს გიკარნახებ. გადეცი რომ სასწრაფოდ შეაჩერონ.
- რას მთავაზობ, პოლიციაში ჩავუშვა ახალგაზრდა, რომელსაც შეიძლება აუცილებელ საქმეზე აგვიანდება? იქნებ წამალი მიაქვს ავადმყოფ დედასთან, ან შეყვარებულთან პაემანზე მიეჩქარება?
- მომეცი ტელეფონი, მე დავრეკავ.
- ჩემიც დამჯდარია.
ვიცრუე და გამიხარდა, რომ ვიღაც გადვარჩინე…
ფუუ ამის… 10 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს და საერთოდ დაკარგა კაცობა. საქართველოში ხომ ვერ გაბედავდა ამდენს? აი ეს არის ამათი შეგნება და დემოკრატია… ერთმანეთის ჩაშვება სულში აქვთ გამჯდარი… არა, რა გინდა და ვინ გეკითხება? რატომ გინდა ვიღაცა დაისაჯოს? იცნობ? გიცნობს? დაგიშავა რამე? ვფიქრობდი გულში და მასპინძლის ნერვიულ სახეს ჩუმად ვაპარებდი მზერას... გიჟი არ არის? რაზე აიშალა ნერვები ახლა? რა დაუშავა იმ ახალგაზრდა ყმაწვილმა? ალბათ შეშურდა, რომ მის დონის ექსტრემი წლებმა უკან დაატოვებინა...
მის განსჯაში გართულმა რამდენიმე კილომეტრი ისე გავიარეთ ხმა აღარ ამომიღია…
მანქანამ სვლას უკლო და საცობი ნელ- ნელა შევიწროვდა... ხმის გამაძლიერებლებით სამაშველო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების პერსონალი გზის დათმობას გვთხოვდნენ…
- ალბათ ავტოსაგზაო შემთხვევაა - თქვა ბატონმა შოთამ და მე გადმომხედა...ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა…
- გისმეთ მამაო. დამლოცეთ - ვუპასუხე მამა აკაკის და ერთმანეთი მოვიკითხეთ. რამდენიმე წუთი ვისაუბრეთ და როცა ტელეფონი გავთიშე შოთამ ირონია ნარევი ხმით მკითხა
- შენს ტელეფონს მამაომ გამოუგძავნა ღვთიური ენერგიის წყარო?გამახსენდა რომ სულ ცოტახნის წინ ვიცრუე და მის კითხვას დუმილით ვუპასუხე...
ნელა ჩავუარეთ ბოძზე შემოხვეულ თეთრ მუსტანგს, რომელსაც ჯერ კიდევ შეუშრობელი სისხლის კვალი აჩნდა…
- ეს ის არის - ჩავილაპარაკე ჩუმად და ვიგრძენი, როგორ გამეყინა ძარღვებში სისხლი…
- ჰოო, ის არის - ნაღვლიანად გაიმეორა შოთამ…
- მკვლელი ვარ…
- ვილოცოთ, იქნებ ცოცხალია და გადარჩეს?
მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ისევ ვლოცულობ... ვინ იცის იქნებ ცოცხალი გადარჩა ის ყმაწვილი, მაგრამ მე ისევ თავსა ვგრძნობ მკვლელად და ვიცი, რომ ამ საშინელებად ჩემმა მახინჯმა მენტალიტემა მაქცია.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42