ფეხსაცმლის დიზაინერ თათა ვარდანაშვილს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ვარდანაშვილის საწარმოს თანამშრომელი, რომელიც ორი დღის წინ გაათავისუფლეს, ამტკიცებს, რომ თათა ვარდანაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
გულნარა ლომაშვილი ამბობს, რომ მიზეზი სახელფასო დავალიანება გახდა.
თავად ვარდანაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამშრომლის მხრიდან წარმოების შეწყვეტის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ დაუშვებდა.
„ეს ქალბატონი გარკვეული მიზეზების გამო საწარმოო პროცესს აფერხებს. სამჯერ გავაფრთხილე სიტყვიერად, ეხლა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბრძანება გამომეცა გაფრთხილების თაობაზე, შემდეგ სახლში გავუგზავნე ეს ბრძანება, თუმცა მაინც გააგრძელა საწარმოო პროცესის შეფერხება, რის გამოც მივირე ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს „მოამბეასთან“ საუბარში თათა ვარდანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






