გურჯაანის რაიონის ერთ-ერთი სოფელში მეშვიდე კლასელი გოგონას გაუპატირების ფაქტზე სოფლის რწმუნებული „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ ცენტრთან ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, გოგონას სკოლის უკანა ტერიტორიაზე აუპატიურებდნენ.
„მე–8 კლასელი ბიჭები ამავე სკოლის მე–7 კლასის მოსწავლე გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე, ნაკვეთებში აუპატიურებდნენ. სურათები გადაუღიათ და იმით აშანტაჟებდნენ ბავშვს. სკოლის დირექტორმა უნდა აგოს პასუხი რომ ეს ფაქტი გამოეპარა“, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.
მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან გუშინ საღამოს პოლიციისგან შეიტყო.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მე-7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა. მისივე თქმით, გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ბიჭების მხრიდან განსხვავებული ქცევა არავის შეუმჩნევია.
ვრცლად იხილეთ ლინკზე
მასალის გამოყენების პირობები






