არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, საბი ბერიანი ჰომოფობიის ნიადაგზე მოკლეს. ისინი მომხდარის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
„სავარაუდოდ, საქმე გვაქვს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან და პოლიციამ მეტი გამჭვირვალობა უნდა გამოავლინოს ისე, რომ მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალები არ გაამჟღავნოს. შემთხვევების 100 პროცენტზე ზუსტად ვიცოდით, რომ მსხვერპლზე იმიტომ იძალადეს, რომ ის ამ თემს ეკუთვნოდა, პოლიციამ კი ყოველთვის არასწორი კვალიფიკაცია მისცა“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ.
საბი ბერიანი 10 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-სინფორმაციით, საბი ბერიანი ლევან კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯერ მოკლა, შემდეგ კი გარდაცვლილის დროებით საცხოვრებელ სახლს ხანძარი წაუკიდა.
მასალის გამოყენების პირობები






