როგორც კესარიამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში „იდენტობის“ წარმომადგენელ, ირაკლი ვაჭარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საზოგადოება „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.
„ფაქტია რომ საქართველოში ხალხი ლგბტ-ების მიმართ არ არის კარგად განწყობილი. გარანტია არავის არაფრის არ აქვს. ეს ფაქტები ძალიან მტკივნეულია როგორც უბრალო მოქალაქის ასევე „ლგბტ“ საზოგადოებისთვის. მინდა ხალხს ტოლერანტობისკენ მოვუწოდო“, - აცხადებს კესარია და დასძენს, რომ საქართველო „ლგბტ“ საზოგადოებისთვის სამოგზაუროდ უფრო სახიფათო ქვეყანაა ვიდრე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი.
კესარია: „საბის მშობლები ჰეტეროსექსუალები არიან. ხვალ საბი ნებისმიერი ჩვენთაგანის შვილი შეიძლება იყოს. არცერთი არ ვართ დაზღვეულნი, თუ როგორი შვილი, დიშვილი ან ძმიშვილი გვეყოლება“.
წყარო: primetimenews.ge
მასალის გამოყენების პირობები






