რეაბილიტაციის ფარგლებში, მანავი-თოხლიაურის მაგისტრალური არხი2,8 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთი ნატანისგან გაიწმინდება.
მიმდინარეღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების თოხლიაურისა და მანავის 2000 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება.
„ჩვენ არა მხოლოდ საგარეჯოს რაიონში, ზოგადად მთელ კახეთში, სადაც შესაძლებელი იქნება მივიყვანთ წყალს. სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება მთელი ზამთრის და გაზაფხულის მანძილზე, რათა სეზონზე მაქსიმალურად ავითვისოთ ტერიტორიები და წყალუზრუნველყოფა იყოს ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა ფიზიკურად გვექნება“- განაცხადა ოთარ დანელიამ.
სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2014 წლის აგვისტოში დაიწყო და ამავე წლის დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება, საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს. მისი ღირებულებაა 84 000 ლარი.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, აღნიშნა -„კომპანია უახლოეს პერიოდში ქვემო სამგორის სარწყავ სისტემაზე მასშტაბური პროექტის განხორციელებას დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 1300 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი“.
მასალის გამოყენების პირობები






