თბილისში, შესაძლოა, ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავშესაფარი დახურონ. საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის ხმაურიანი სხდომა გაიმართა, სადაც წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენმ სხდიმა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრაზე, თბილისში ძაღლების თავშესაფრის გაუქმებაზე მსჯელობენ. საუბარია თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარზე, სადაც შეფარებული ცხოველების რაოდენობა 300-ს აჭარბებს. თავშესაფარი ვაკეში, გივი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს და ის კერძო საკუთრებაა. პარალელურად, საკრებულოს შენობასთან აქციას მართავენ მოქალაქეები, რომლებიც თავშესაფრის გაუქმებას აპროტესტებენ. სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც წარმოადგინეს ფილმი, რომელიც თავშესაფრის გაუქმების საკითხს ეხებოდა.
„გვაწუხებს 400 ძაღლის ყმუილი და სუნი. დაიხუროს ეს თავშესაფარი და სხვაგან გადაიტანონ,“ - აცხადებენ მომჩივანი მხარის წარმომადგენლები.
„სასაფლაოზე აგიყვან და მოგკლავ!“ - ასე მიმართა თამაზ ელიზბარაშვილს ერთ-ერთმა მომჩივანმა, ტარიელ ჭანტურიძემ. ჭანტურიძე ერთ-ერთია იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც ძაღლების თავშესაფრის დახურვის მოთხოვნით გამოდიან.
თავშესაფრის მფლობელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა კომისიის თავმჯდომარე და წევრები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. თამაზ ელიზბარაშვილის პოზიციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ემხრობიან.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, უსამართლობას ვებრძოდი. იმიტომ მოვხვდი გლდანის ციხეში, ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს და ამ სიბინძურეს, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენ ხართ მხარე, რომელიც აშკარად უჭერს ამ ბოროტებას მხარს. თქვენ აქედან გასაყრელი ხართ დუბინკით და ამას გპირდებით, თუ ასე გააგრძელებთ, კეთილი ინებეთ და აკეთეთ საქმე, თუ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ბოროტებას ნუ ემსახურებით“, - განაცხადა ელიზბარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






