პრეზიდენტმა ინფორმაცია მიიღო ჩვენგან, მას აინტერესებდა ჩვენი მოსმენა - თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება - 15:34, 11 Nov, 2014     3106
პრეზიდენტთან ტელეკომპანიების ხელმძღვანელთა შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ტვ ,,ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრები მხოლოდ საუბრად არ დარჩება და მას კონკრეული ქმედებებიც მოჰყვება.

,,შეხვედრა პროდუქტიული იყო, ინფორმაცია მიიღო ჩვენგან უფრო პრეზიდენტმა, ვიდრე ჩვენ პრეზიდენტისგან, რადგან მას აინტერესებდა ჩვენი მოსმენა. ზოგადად კარგი ტრადიცია დამკვიდრდა, ჩვენგან პირველად ინფორმაციას იღებს სახელმწიფოს მეთაური და მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯი - ვეტო გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ჩვენი შეხვედრები მხოლოდ საუბრად არ დარჩება და მას კონკრეტული ქმედებები მოჰყვება“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაური მედიაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. კომპანიების წარმომადგენლებმა პრობლემურ თემებად სოციალური და კომერციული რეკლამების, ასევე ფინანსური გამჭირვალობის შესახებ კანონები დაასახელეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. მხარეების შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთვევაში მსგავსი ფორმატით მომავალშიც შეიკრიბებიან.

მედია ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო და მათთვის მეტად საინტერესოა მსგავსი ფორმატით პრეზიდენტთან ურთიერთობა.

ქვეყნის პირველი პირი მსგავსი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს, მათ შორის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42