KFC (Kentucky fried chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია თავისი ლეგენდარული ქათმის მომზადების საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში (აშშ) ჰარლამ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არამხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც.
თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ლეგენდარული ქსელი უგემრიელესი მენიუთი, 20.000-ზე მეტ KFC-ის რესტორანს ასაზრდოვებს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში. KFC ქათმის მომზადების რეცეპტი საიდუმლოდ ინახება კენტუკიში. მხოლოდ ამერიკაში, 8 მილიონზე მეტი ადამიანი აგემოვნებს ყოველდღიურად KFC-ს მენიუს.
KFC-ის პირველი რექტორანი თბილისში, გაუმასპინძლდება სტუმრებს უგემრიელესი ქათმის სენდვიჩებით, ქათმის ფრთებითა და ბარკლის კალათებით ყველის, კარისა თუ ნივრის სოუსებით. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა პეკინის გამზირზე (ყოფილი რესტორანი “ნიკალა”) განაპირობებს მომხმარებელთა სიმრავლეს.
KFC მასობრივი ბრენდია, რომელიც აერთიანებს ქათმის მოყვარულებს მსოფლიოს გარშემო. მრავალფეროვანი მენიუ საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ყველა გემოვნების ადამიანი. წარმოდგენილი იქნება ცხარე ან ორიგინალი ფქვილში ამოვლებული უგემრიელესი შემწვარი ქათმის ნაჭრები, სენდვიჩების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, გარნირები, სალათები, ცხელი ვაფლი უგემრიელესი ნაყინით ან მომხმარებლის მიერ შერჩეული ტოპინგით, ჩიზქეიქი, სახელგანთქმული ყავის ასორტიმენტი და სხვა. ეს ყველაფერი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ფასად.

კონკურენციის სიდიდის მიუხედავად, KFC გამორჩეული ბრენდია მსოფლიოში თავისი გამოცდილებით, კერძების მომზადების თითქმის საუკუნოვანი საიდუმლო რეცეპტით, ფლობს საცალო ბიზნესის მართვის სიღრმისეულ ცოდნას და სულ მალე, უკვე ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაიზიარონ ლეგენდალური ბრენდის მომსახურების ხარისხი.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ წარმოვადგენთ მსოფლიოში აღიარებული KFC-ის რესტორნების უმსხვილეს ქსელს საქართველოში. ეს მოვლენა დადებითად აისახება, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და ადგილობრივ შრომით ბაზარზე სამუშაო ადგილების შექმნაზე, ისე ჯანსაღი კონკურენციის ზრდაზე ამ სექტორში. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი მომხმარებელი სიხარულით შეხვდება საუკუნოვანი ბრენდის შემოსვლას საქართველოში, დააგემოვნებს KFC-ის უგემრიელეს მენიუს და აქტიურად გაიზიარებს იმ დადებით განწყობას, რასაც კომპანია ყოველდღიურად გასცემს ერთგული მომხმარებლებისადმი. KFC ქართველ სტუმრებს ძალიან ბევრ სიურპრიზს და პერიოდულად განახლებად მენიუს შესთავაზებს“ - განაცხადა KFC-ის მარკეტინგის დირექტორმა ქეთევან მეფარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






