ტოლერანტობის კვირეული ,,საქართველოს უნივერსიტეტისგან“ (ფოტოკოლაჟი)
საზოგადოება - 14:30, 11 Nov, 2014     5556

16 ნოემბერი გაეროს მიერ აღიარებული ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს უნივერსიტეტი 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით ორგანიზებას უწევს ტოლერანტობის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება თემატურად შესაბამისი კონკურსები, შეხვედრები, კინოჩვენება, გამოფენა და სხვა მრავალი ღონისძიება სტუდენტების, თანამშრომლების და სტუმრების ჩართულობით.

საქართველოს უნივერსიტეტი ტოლერანტობის კვირეულის განრიგს აქვეყნებს, რომელსაც ,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიებებში. მოდით, ერთად, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ტოლერანტობის ღირებულებების მნიშვნელობა და მოვუწოდოთ ერთმანეთს ურთიერთპატივისცემისაკენ და ურთიერთგაგებისაკენ განსხვავებულის მიმართ.




იყავი ტოლერანტი!

10 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ Red Bull-თან ერთად ენერგიულად დაიწყოთ კვირეული.

11 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო! ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, დღეს, 14:00 საათზე, 519 ოთახში, შეგიძლიათ დაესწროთ სემინარს ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის "ოჯახში ძალადობის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების კლინიკის" ხელმძღვანელი ინგა ბერიძე და კლინიკის სტუდენტები.

დღესვე, შესაძლებლობა გექნებათ შემოგვიერთდეთ პოეზიის საღამოზე, ქართველ პოეტთან და რომანისტთან, დავით დეფი გოგიბედაშვილთან ერთად.

12 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო! ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ჩვენი უნივერსიტეტის სტუმარია გაეროს წარმომადგენელი საქართველოში, ბ-ნ ნილს სკოტი (Neils Scott), რომელიც წაგიკითხავთ ლექციას ტოლერანტობის მნიშვნელობაზე.

მოგეხსენებათ, 1995 წლის 16 ნოემბერს, პარიზში იუნესკოს (გაეროს განათლებისა და მეცნიერების კულტურის ორგანიზაცია) წევრი 185 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციას.

13 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო! დღეს, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტს, 14:00 საათზე, ესტუმრება გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში. ვიზიტის მიზანია სტუდენტებთან შეხვედრა და აქტიური დისკუსია ტოლერანტობის თემების ირგვლივ.

დღესვე, 16:00 საათზე, საქართველოს რაგბის ნაკრების წარმომადგენლებთან ერთად შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მიერ მომზადებული სიუჟეტების პრეზენაციას ტოლერანტობის თემასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის ბოლოს კი ჩვენი რაგბისტები დააჯილდოვებენ ტოლერანტობის კვირეულის კონკურსის გამარჯვებულებს ნომინაციაში: საუკეთესო ფოტოს, საუკეთესო ვიდეოს და საუკეთესო სლოგანის ავტორს.

არ გამოტოვოთ!

14 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო! ტოლერანტობის კვირეულის, ფარგლებში დღეს ჩვენი სტუმარია სახალხო დამცველი - ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნ ბექა მინდიაშვილი, რომელიც წაიკითხავს ლექციას ტოლერანტობაზე, ხოლო ცენტრის საიტის www.tolerantoba.ge-ის პრეზენტაციას გააკეთებს ვებ-გვრდის რედაქტორი ქ-ნ ნინო ცინცაძე.

15 – 16 ნოემბერი

ძვირფასო სტუდენტებო! მოგიწოდებთ ჩაერთოთ დებატებში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. მოდით, ვიკამათოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები და შევაფასოთ საკუთარი შეხედულებები ამ თემის ირგვლივ. შემოგვიერთდით ტოლერანტობის ნამდვილ ზეიმზე, სადაც მოვისმენთ და არგუმენტირებულად, განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემით დავაფიქსირებთ საკუთარ შეხედულებებს.

UG ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ყოველდღიურად გაიმართება კინოჩვენება 519 ოთახში (იხილეთ განრიგი). არ გამოტოვოთ შანსი გაეცნოთ კვირეულის თემატიკასთან აქტუალურ, რეზონანსულ ფილმებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიაზროთ ტოლერანტული ღირებულებების მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში.

ძვირფასო სტუდენტებო!

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის I სართულის შესასვლელში შეგიძლიათ დაიხატოთ დროებითი ტატუ, ტოლერანტობის სიმბოლიკით“, - ნათქვმია საქართველოს უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ ტოლერანტობის კვირეულის განრიგში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42