„იცის რეალობა, მაგრამ ყველას ერთდროულად ხომ ვერ დაარტყამს? ამიტომ გამოზომილად, ცალ-ცალკე, რაღაცა დროის გასვლის შემდეგ სხვა ფრთას დაარტყამს“, - აცხადებს „ქრონიკა +“-სთან საუბრისას ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია:
„იცით რა? ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას თავს საერთოდ ვერ დაანებებს, იმიტომ რომ მან თავისი თავი მონაწილე გახადა, თავის თავზე ბევრი რამე აიღო. ის ფიქრობს, რომ მან შეასრულა ეს. ბატონი ბიძინა ვერ იქნებოდა პარლამენტიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც, პროკურორიც. ჩვენს პოლიტიკოსებს ხომ უნდა გაექაჩათ ეს ყველაფრი, რაც ამ ადამიანმა მისცა. ახლა დასხედით და იმუშავეთ! ბიძინას უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა, სხვაგან ის ვერ იცხოვრებს, ამიტომ ის აუცილებლად შეეცდება, გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა.
იცის რეალობა, მაგრამ ყველას ერთდროულად ხომ ვერ დაარტყამს? ამიტომ გამოზომილად, ცალ-ცალკე, რაღაცა დროის გასვლის შემდეგ სხვა ფრთას დაარყამს, მერე იმას, მესამე ფრთას სხვას მიაყოლებს, პოლიტიკოსებზე ვამბობ. ასე რომ, ფრთხილად, პოლიტიკოსებო!
„რესპუბლიკური პარტია“ ვერ წამოიწყებს იმ თამაშებს, როცა, მაგალითად, ჰყავთ ალასანია. ძალიან ფრთხილები არიან. ხომ იცით, ვინც არიან მანდ გაერთიანებულები. სხვათა შორის, ძლიერი პარტიაა, მაგრამ ისე, რომ ხალხი ძალიან მიემხროს, ამას ვერ ვხედავ, რადგან ყველამ იცის, რომ ბიძინას აღზევებულია ეს პარტია და ბიძინას მოყვანილია ყველა. საფრთხე ახლა არ ელოდებათ, თუ ჭკვიანად იქნებიან, ხოლო თუ დაიწყეს თამაში, ივანიშვილი არ აპატიებს“, - აღნიშნავს კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






