თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე 14 ნოემბერს, “დინამო არენაზე”, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მორიგი ტურის ფარგლებში, პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გასამართ მატჩზე იუსაუბრა.
“წინ ძალიან ძნელი თამაში გველის. პოლონეთის ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ გულშემატკივრების გასახარებლად. ჩვენს ჯგუფში ისე დატრიალდა სიტუაცია, რომ აშკარა ფავორიტი გერმანია მხოლოდ 1 ქულით გვისწრებს. ამას ვერავინ იფიქრებდა.
მე ვთქვი, რომ, როცა ნაკრებს ქვეჯგუფში მე-3 ადგილის დაკავების შანსი აღარ ექნება, აზრი დაეკარგება ჩემს აქ ყოფნას. თუ პოლონეთთან შედეგს არ მივაღწიე, ჩემთვის ეს იქნება ბოლო თამაში. თუ წავაგეთ, წავალ.
რაც შეეხება ოქრიაშვილს, ბევრი ვეძებე, მაგრამ, როგორც სხვებმა ვერ მოახერხეს მასთან დაკავშირება, ისე მეც ვერ შევძელი. ახლა სარეზერვო გუნდშია და ხვალ ჩამოფრინდება. თუ ვინმე კიდევ არის ქართულ ფეხბურთში, ეს არის ოქრიაშვილი. მან შეიძლება ერთი თვე არ ივარჯიშოს, მაგრამ ერთი მატჩი უმაღლეს დონეზე მაინც ჩაატაროს.
საქართველოს ჩემპიონატი საშინელ მდგომარეობაშია. მოკვდა ქართული ფეხბურთი, დასამარებულია! უმაღლეს ლიგაში მეც შემიძლია თამაში”, – აცხადებს თემურ ქეცბაია.
მასალის გამოყენების პირობები






