ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია „ქრონიკა +“-სთან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშილი ხელისუფლებაში ვეღარასდროს ვეღარ მოვა, თუმცა იგი სამშობლოში ჩამოვა და აქ იცხოვრებს:
„სააკაშვილი თავისებური პიროვნებაა. ის ფაქტობრივად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ნიშა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობა არ ენდობა და მისმა გატარებულმა პოლიტიკამ იმდენად ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოში ხალხს, რომ ძალიან ძნელია ბატონმა მიხეილმა ეს ამოავსოს. ამიტომ, მე უფრო სხვა ხალხს ვხედავ, სხვა პოლიტიკოსებს ვხედავ, მაგრამ მიშა საქართველოში ჩამოვა და იცხოვრებს, მისი სამშობლოა, მაგრამ მაინც მოუწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა. უნდა გასცეს კიდეც პასუხი.
პატიმრობა კი უნდათ, მაგრამ პტიმრობას ვერ შეძლებენ, იმიტომ, რომ უცხოეთი ცოტა სხვაგვარად უყურებს ამ პროცესებს. ზოგს ეშინია, რომ მიშა მობრუნდება. მიშას მობრუნება არავითარ დარტყმას არ მოუტან საქართველოს, თვითონაც ძალიან კარგად იცის, სად დაუშვა და სად არ დაუშვა შეცდომა.
ის ხშირად ფიქრობს ამაზე, ფიქრობს კიდევაც და ფიქრობს გამოასწოროს შეცდომები, მომართოს თავისი ენერგია და გამოასწოროს, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოებრივი მიდგომებით. ეს უკვე აღარ განმეორდება, ეს უკვე წარსულია. მმართველობა იმ ფორმით, როგორიც იყო, გამორიცხულია. მაშინდელი ბევრი პოლიტიკოსი დატოვებს პოსტს და ისინი ვერ მოვლენ, არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდება. ხალხი იმდენად გაიწაფა ამ პოლიტიკურ ინტრიგებში, რომ ვერ მოატყუებ. ხალხი მაინც იტყვის თავისას“, - აცხადებს კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






