„რა მიზანი აქვს ირაკლის? პრეზიდენტი ვერ გახდება, პრემიერი ვერ გახდება. დაუჭერს ხალხი მხარს? აქ დაიწყება კომპრომატების ამოყრა, რაღაცების გამოქვეყნება, მთელი ორომტრიალი. ეს საქართველოს პოლიტიკას ეხება, თითქოს, მაგრამ პიროვნებების საქმეები ირჩევა.
ღარიბაშვილი ახლა ბრწყინვალედ ასრულებს თავის საქმეს, უკან არ იხევს, ძლიერ ნაბიჯებს დგამს თავისი გაგებით და გადაწყვეტილებებს ღებულობს, მას არ ეშინია მძიმე გადაწყვეტილებების მიღების, იმიტომ, რომ ის მართალია, ასე ფიქრობს, რა თქმა უნდა. მის მომავალში დიდ პოლიტიკურ აღზევებას ვერ ვხედავ და ქართულ პოლიტიკაში ვარსკვლავად ვერ მოგვევლინება. ის უნდა გადადგეს. რა თქმა უნდა ეს მომავალში აუცილებლად დაუდგება წინ. ივანიშვილს ნუ ეთამაშებით!
ამას მათ შორის ღარიბაშვილსაც ვეტყოდი. ღარიბაშვილი ვერ ითამაშებს, იმიტომ, რომ არ ითამაშებს. ახლა მას ნამდვილად ვერ დავწამებ ცილს, სხვათა შორის, ივანიშვილისთვისაც ის ნომერ პირველი პიროვნებაა, რომელსაც ეყრდნობა და ჯერ იმედი აქვს, ჯერჯერობით, უმართლებს და გაუმართლებს კიდევაც, მაგრამ თავად პოლიტიკაში ხდება ისეთი ძვრები და ცვილებები, რასაც ეს პოლიტიკოსები ვერ წარმოიდგენენ.
ეს კოალიციაც დაიშლება მომავალში, ვადამდელი არჩევნებიც იქნება, მოდის სრულიად სხვა ხალხი. მე მიწერია: „გაყინული ტვინი ლღვება“. ამაზე დიდი დატვირთვა რაღა უნდა მივცე სიტყვებს! მოდიან მეცნიერები, თავისი საქმის სპეციალისტები და მერე უკვე გიორგი ბრწყინვალე“, - აცხადებს კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






