მოზარდმაყურებელთა თეატრი 86 წლის ხდება
საზოგადოება - 16:54, 10 Nov, 2014     1417

11 ნოემბერს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი 86 წლის ხდება.

თეატრი საკუთარ დაბადების დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს. საქართველოს უძველეს თეატრალურ სივრცეში. ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 19 საათზე, მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოადგენს ბოლო პრემიერას „ ჩვენ გველის დიდება“, რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი.

სპექტაკლის ბოლოს , წარმოშობით თელაველ , ცნობილ ქართველ რომანისტსა და კინოსცენარისტს ქალბატონ ზაირა არსენიშვილს, კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გადასცემს ხელოვნების ქურუმის ჯილდოს, ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ზაირა არსენიშვილი არის ყველა იმ ფილმის სცენარის ავტორი, რომლის რეჟისორიც ლანაღოღობერიძეა. მის ფილმოგრაფიაში შედის: "ბედნიერება", "ვალსი პეჩორაზე", "ორომტრიალი", "ბებია ყველასათვის", "დღეს ღამე უთენებია", "კაცია ადამიანი", "რამდენიმეინტერვიუ პირად საკითხებზე", "აურზაური სალხინეთში" და "როცა აყვავდა ნუში".


მოზარდმაყურებელთა თეატრი 1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა დაარსა. თავდაპირველად სპექტაკლები იმართებოდა სარდაფში, ხოლო შემდგომ თეატრმა ბინა რუსთაველის გამზირზე კაზარიანცის სახლის ისტორიული ნაგებობის პირველ სართულზე დაიდო.

პირველ წარმოდგენად უჩვენეს ნ.საცის „ფრიც ბაუერი’’ , ალ.თაყაიშვილის რეჟისურით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42