,,განათლების პროფესიული კავშირი შეშფოთებას გამოთქვამს, ვინაიდან სკოლებში სასწავლო წლის დასაწყისიდან არ წყდება წიგნებთან დაკავშირებული პრობლემები. არა და უკვე ნოემბერია, სწავლის დაწყებიდან 2 თვე გავიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს არ აკმარა გაკეთებული განაცხადისგან განსხვავებული რაოდენობების მიწოდება, რაც დღესაც გამოუსწორებელია. ამას ემატება უამრავი მშობლის პრეტენზია დაზიანებულ წიგნებთან დაკავშირებით, რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ხშირია შემთხვევა, რომ მოსწავლეს წიგნი საერთოდ არ აქვს და მშობელს უწევს სხვა ბავშვს ეთხოვოს წიგნი ან დახარჯოს თანხა და წიგნის ასლი გააკეთოს.
ეს შესაძლოა საზოგადოებისთვის არც ისე მტკივნეული იყოს, რომ არა სამინისტროს მესვეურთა ზარ-ზეიმი წიგნების წარმატებულ რეფორმასთან დაკავშირებით. რეალურად ამაში მილიონობით ლარია ჩადებული და სამინისტროს არ გააჩნია რესურსი მარტივი ორგანიზება გაუკეთოს წიგნების დარიგების პროცესს.
ამას ემატება გამაოგნებელი ზეწოლა სკოლის დირექტორებზე, რომლებიც მხოლოდ პირად საუბარში ბედავენ სიმართლის თქმას. ვინაიდან პირდაპირი დავალებაა, რომ წიგნებთან დაკავშირებული ფაქტები არ გახმაურდეს. ეს იმ ფონზე, როდესაც 2 წლის თავზე სამინისტრომ ძლივს მოახერხა და სკოლის დირექტორებს შეხვდა, ხოლო შეხვედრის ლაიტმოტივი იყო მათთვის თითის დაქნევა - „იაქტიურეთ საჯარო გამოსვლებში და სოციალურ ქსელებში პატივცემულო დირექტორებო, როდესაც სამინისტროს ლანძღავენ. უპასუხეთ თქვენ, ვინაიდან ჩვენ ერთი სისტემის ნაწილი ვართ.“
ნუ დაგეგმავთ ჩემო კარგებო ისე, რომ სკოლის დირექტორების დაცვა დაგჭირდეთ და პასუხს ვერ იძლეოდეთ. რაში გჭირდებათ ყალბი თანადგომა? მითუმეტეს, რომ სიმართლე ყველამ კარგად იცის“, - ნათქვამია განათლების პროფესიული კავშირის განცხაზდებაში.
მასალის გამოყენების პირობები






