თბილისში შესაძლოა სექსშოპი გაიხსნას. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ინტერნეტ სექსშოპის, Sexmarket.ge-ს წარმომადგენელმა განაცხადა, სამომავლოდ შესაძლოა ეს გადაწყვეტილებაც მიიღონ, თუმცა ამბობენ, რომ მაღაზიის ამოქმედება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
შეკითხვაზე, ხომ არ აშინებთ მათ საზოგადოების პროტესტი, ინტერნეტმაღაზიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი მხრიდან პროტესტი საერთოდ არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააცნობიერებენ, რომ იქ ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროდუქციაც იყიდება.
„სექსშოპი გარყვნილება არ არის და საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი სქესობრივი ცხოვრება აქვს“, - განაცხადა მან.
ინტერნეტმაღაზიის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ მათ ვებგვერდს, იმის გათვალისწინებით რომ ის ერთი წლის წინ შეიქმნა, ბევრი მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
ინტერნეტმაღაზიისთვის პროდუქციას უცხოური ვებგვერდებიდან იწერენ. Sexmarket.ge-ს წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათთან პროდუქტის შეძენა, ანონიმურია.
პირველი სექსშოპი საქართველოში 2000-იანი წლების დასაწყისში, მარჯანიშვილზე გაიხსნა. შემდეგ იყო სექსშოპი ვაკეში, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო ორივე მათგანი მალევე დაიხურა.
http://commersant.ge/
მასალის გამოყენების პირობები






