გიორგი ყიფშიძე და თავისი ცოლი შერიგების შემდეგ შეყვარებულებს ჰგვანან. 11 წელია ერტად არიან, თუმცა ბოლო რამდენიმე თვე კრიზისული პერიოდი ედგათ. ქალაქში ამბობდნენ გიორგის და ჯულიანა ბარგნარს რომანი აქვს და მსახიობი სახლიდანაც კი წამოვიდაო.
გიორგი: რას იზამ ყველაფერი ხდება. ენით აუწერელი ჭორები გამიგია საკუთარ თავზე. ვერაფერს გახდები. ამბობდნენ რომ „პიდარასტიც“ ვიყავი, რადგან საყურე მეკეთა. რის შეცვლაც არ შეგიძლია იმაზე ნერვი არ უნდა მოიშალო. ჯულიანა მაგრად მიყვარს, ვგიჟდები, ეგეთი პარტნიორი არავის ჰყოლია. იმედი მაქვს ჩემნაირი პარტნიორი არც მას ჰყოლია.
გიორგის და ანის ცალ-ცალკე ცხოვრება 4 თვე მოუხდათ. ბოლოს მაინც მიხვდნენ რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ.
გიორგი: ჩემს პირველ ცოლთან კრიზისული პერიოდი მაშინ დადგა, როცა ბავშვი 2 წლის იყო, ანისთანაც პრობლემა შეიქმნა, როცა ალექსანდრე 2 წლი გახდა. შეიძლბა შვილის ეს ასაკი მამაკაცსა და ქალზე რაღაც ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს. ეს შეიძლება გადაიტანო, თუ ამის სურვილი გაქვს. ჩვენ ეს პერიოდი გადავიტანეთ.
ანი: ეს იყო ივნისიდან სექტემბრამდე... მე ვიცოდი რომ ეს გაივლიდა. თოთოს ვერ მიატოვებ, მერე ამას შეძლებ. გიორგიმ ვერ გაითვალისწინა.
გიორგი: დისკომფორტსა და გაურკვევლობაში ვიყავი ბავშვი იყო მთავარი. განვიცდიდი. თუმცა მთავარია რომ ეს კრიზისული პერიოდი კარგად დამთავრდა.
ანი: ახლა რომ პერიოდია, ასეთი პერიოდი იშვიათად გვქონია.

წყარო: „გაზეთი პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






