ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანს ენერგომომარაგება შეეზღუდება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონის-მშენებელთა დასახლების, ნავთლუღის დასახლების და ქაიროს ქუჩის 345 აბონენტს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის რაიონის- დიუმას, კრწანისის, პუშკინის და ვერცხლის ქუჩების 1036 აბონენტს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, 9 აპრილის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის, თაბუკაშვილის, პუშკინის, ტაბიძის, ფურცელაძის და მანჯგალაძის ქუჩების 689 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






