ოთხი სასულიერო პირის ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ საპატრიარქოს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ სასულიერო პირებს მღვდელმოქმედება.
„გადაცდომები, რომელიც სასულიერო პირებისთვის შეუფერებელია, ოქტომბერში მოხდა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. ისინი სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ. კონკრეტულად ვერ გეტყვით რა გადაცდომაზეა საუბარი, მაგრამ ფაქტი ერთია, ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", - განაცხადა მამა მიქაელმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი სასულიერო პირი ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






