საყვარელ რესპონდენტებზე ნანუკა ჟორჟოლიანმა „მძიმე კაცთან“ ისაუბრა. როგორც ტელეწამყვანისგან ირკვევა მისი ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი კახა ბენდუქიძეა. „არ არსებობს თემა, რომელზედაც ვერ მოიწვიო“, - ამბობს ნანუკა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „აუცილებლად საინტერესოდ გელაპარაკება ყოველ თემაზე და თავისებური შეხედულება აქვს. შესაბამისად კახა არის ჩემი ოქროს თევზი, როემლიც ყოველთვის გადამარჩენს, თუ ვატყობ რომ გადაცემა არ გამოდის ძალიან რეიტინგული ვიცი, რომ კახა გამოსავალია. ამიტომაც ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტია.
ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს არის რესპონდენტი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ როგორ უნდა იმუშაოს კადრზე, სად უნდა გააკეთოს პაუზა, როგორ შეგიქმნას შოუ, თვითონ ძალიან კარგად დგამს ამ ყველაფერს. ასეთი რესპონდენტი მეორე არ ვიცი თუ არსებობს.
ასევე ძალიან მაგარი რესპონდენტია ჩემთვის თეონა კონტრიძე, იმიტომ რომ გულწრფელია, ძალიან მიყვარს გულწრფელობა“.
მასალის გამოყენების პირობები






