
1-ელი იანვრიდან დაგეგმილია აქციზის განაკვეთის ზრდა თამბაქოზე ( ფილტრიანზე 15 თეთრით, ხოლო უფილტროზე 5 თეთრით) .
აქციზის ეტაპობრივ მატებას ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებაც ითვალისწინებს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ მიიჩნევენ, რომ აქციზის გაძვირება კარგი საშუალებაა, სიგარეტის მოხმარება შეიზღუდოს და ადამიანებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრონ.
თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებში აცხადებენ, რომ გაძვირების ეტაპოვრივად გაგრძელების შემთხვევაში თამბაქოს ბიზნესს რისკები გაეზრდება, მათი თქმით გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დიდი საფასო სხვაობა არალეგალური ბიზნესის საფრთხეს გამოაჩენს.
გარდა ამისა 1-ელი იანვრიდან დაგეგმილია ალაოს ლუდზე , ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაორმაგება.
საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, აქციზით დაიბეგრება უცხოეთიდან შემოსული სატელეფონო ზარიც.
წყარო "რეზონანსი"
მასალის გამოყენების პირობები






