ანანო ემე: „დიდხანს ვისაუბრეთ, ისე, რომ არ ვიცოდი ვინ იყო“...
საზოგადოება - 09:53, 06 Nov, 2014     7388
„პირველად მაშინ დავიჯერე, რომ შესაძლებელია თბილისსაც ჰყავდეს ბორის ჯონსონისნაირი მერი, რომელიც მერიაში ველოსიპედით ივლის ყოველდღე ან კიდევ უფრო მეტი მთავრობა რომელთა სახელები და გვარები არ ეცოდინებათ ისეთივე უბრალო მოქალაქეებს, როგორც მე ვარ“ - წერს უცხოეთში მცხოვრები ქართველი და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

ანანო ემე:
„ჩემს ოჯახში მთავარი თემა ყოველთვის თეატრი იყო, ან კიდევ ბიდსტრუპისა თუ სემპეს ახალ-ახალი კარიკატურების აღმოჩენა. ტელევიზორში კი სულ "არტე" ან "ნეშენალ ჯეოგრაფიკი" იყო ჩართული. ერთმანეთს "ჩვენ" მუსიკას ვუზიარებდით და ისე მოხდა, რომ როლინგებზე, ჩარკვიანზე, ოაზისზე, ცოტა უფრო მერე ბრიუბეკსა და გლასზე გავიზარდე.
მერე 2008 წლის აგვისტოში დილის 5 საათზე დარეკა ტელეფონმა. დედაჩემთან მეძინა, ადგა, უპასუხა, ოთახში აღარ შემოსულა. გავედი ამბის გასაგებად. დიდ და ბნელ ოთახში თავჩაწეული იჯდა. იმ დილას ჩემი ძმა წავიდა ომში. მაშინ პირველად შეეხო პოლიტიკა ჩემს ოჯახს, პირველად გადავრთეთ ტელევიზორი საინფორმაციოზე და პირველად აღარ გვეცინებოდა ბიდსტრუპზე. საბედნიეროდ 4 დღის შემდეგ ჩემს ძმასთან მამაჩემი წავიდა და ერთად დაბრუნდნენ ფიზიკურად უვნებლები.
ამ ამბავს ხანდახან ვიხსენებთ ხოლმე, მაგრამ ძალიან იშვიათად. მოკლედ პოლიტიკა ისევ ბოლო სასაუბრო თემად იქცა ჩვენს ოჯახში.
ორჯერ შევხვდი ირაკლი ალასანიას. ორჯერვე თურქეთის აეროპორტში. თბილისი სტამბოლის რეისზე ერთად ვისხედით (ეკონომ კლასში) და დიდხანს ვსაუბრობდით, ისე რომ არ ვიცოდი ვინ იყო. ინტერესით მისმენდა, მეც ინტერესით ვუყვებოდი რასაც მეკითხებოდა. მერე მისმა დაცვამ ან მეგობარმა დღემდე არ ვიცი ვინ იყო ზუსტად მისი ის კაცი, მითხრა რომ კაცი რომელსაც ამდენი ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრია.
პირველად მაშინ დავიჯერე, რომ შესაძლებელია თბილისსაც ჰყავდეს ბორის ჯონსონისნაირი მერი, რომელიც მერიაში ველოსიპედით ივლის ყოველდღე ან კიდევ უფრო მეტი მთავრობა რომელთა სახელები და გვარები არ ეცოდინებათ ისეთივე უბრალო მოქალაქეებს, როოგორც მე ვარ.
ყველამ, ჩვენი საყვარელი საქმე უნდა ვაკეთოთ, მე მხოლოდ ამ უკანასკნელში ვხედავ გამოსავალს“.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42