ამალიას თემამ როგორც საქართველოში უცხოეთშიც შეძრა უამრავი. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი თეა თუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.
თეა თუაშვილი: „მოკალით ამალია! ჩაუსაფრდით სადმე დილით ან ღამე. დილით როდესაც ლილოსკენ მიდის თავის ბანტებით, წაგლიჯეთ ხელიდან მოკალით დასერეთ დანით და მერე თქვენ გაყიდეთ ბანტები. თუ ღამით ჯობია? გაყიდული ბანტების ფულით სახლისკენ რომ მიდის მაშინ არ ჯობია ჩაუსაფრდეთ?
მოკალით არ გინდათ ამალია!
რათ გვინდა ამალია რომელსაც ვარდისფერი ჟაკეტი აცვია და სუფრასთან ზის იმიღება თან?
რათ გვინდა ასეთი ამალია?
მერე რა რომ ძველი ფოტოა, ცოტა ხანში რომ ისევ ჩაიცვას ვარდისფერი?მაკიაჟიც გაიკეთოს და გალაამზდეს უფრო რახან შოუაშია?
უი არა, არ გვინდა ასეთი ამალია.
ჯობია მოვკლათ.
ერთად მოვკლათ ერთად დავასახიჩროთ, დავჭმუჭნოთ მისი ფოტოები, დავკაწროთ ტელევიზორები!
არ გვინდა ასეთი ამალია!
მოკვდი ამალია!
ან მოგკლავთ ამალია“!!!!
მასალის გამოყენების პირობები






