ცნობილი მხატვარი და კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უამრავ მილოცვას იღებს. მილოცვებს ორი მიზეზი აქვს კარიკატურისტის დაბადების დღე და ასევე მისი დამსახურებით ვიტიგრაფის საერთაშორისო კონკურსში ქართველი მსახიობის სერგო ზაქარიაძის სახის გამოჩენა.
„ნიჭიერო კაცო, ღმერთმა არ მოგაკლოს ჯანმრთელობა და მუზები“! - წერენ ბესო დუღაშვილს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
თავად კი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს.
ბესიკ დუღაშვილი: „მე ამაყი ვარ, ჩემი თხოვნით ვიტიგრაფის საერთაშორისო კონკურსში ჩასვეს დიდი სერგო ზაქარიაძე. ახლა მსოფლიოს წამყვანი (და არაწამყვანი) კარიკატურისტები მის შარჟს შექმნიან“.
ერთ-ერთი უცხოლის მიერ შესრულებული სერგო ზაქარიაძის კარიკატურა საიტს უკვე ამშვენებს. იხილეთ ლინკზე: http://www.wittygraphy.com/contest/1000131/sergo-zakariadze
მასალის გამოყენების პირობები






