ლიბერთი ბანკმა სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისთვის ინოვაციური და მრავალფუნქციური ტერმინალი, EASYPAY შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:05, 04 Nov, 2014     5971

ლიბერთი ბანკმა მრავალფუნქციური, ინოვაციური EASYPAY ტერმინალი შექმნა, რომლის გამოყენებითაც სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს შეუძლიათ მოიზიდონ მეტი მომხმარებელი, შესთავაზონ მათ სხვადასხვა სახის მომსახურება და გაზარდონ შემოსავლები.

EASYPAY ტერმინალის გამოყენებით, პარტნიორ ობიექტებში მომხმარებლებს შეუძლიათ ბანკში მიუსვლელად გააგზავნონ ან მიიღონ ფულადი გზავნილები საქართველოს მასშტაბით, გადაიხადონ კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადები. ამასთანავე, მომხმარებელს ანგარიშსწორება შეუძლია როგორც ნაღდი ფულით, ასევე ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული VISA, MASTERCARD, Union Pay International ბარათებით. დამატებით, ანგარიშსწორება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული 1.4 მილიონზე მეტი ადგილობრივი PAY ბარათით.


EASYPAY ტერმინალის საშუალებით სავაჭრო ობიექტები საბანკო ბარათებით გადახდებს მიიღებენ თანამედროვე სწრაფი ტერმინალით, რომელზეც გადასახდელი თანხის ოდენობა ავტომატურად, სავაჭრო ობიექტის მოლარის დამატებითი ჩარევის გარეშე აისახება. ტერმინალზე შესაძლებელია ასევე უკონტაქტო გადახდის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ბარათს აქვს უკონტაქტო გადახდის ფუნქცია.


ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს EASYPAY ტერმინალზე ბარათით გადახდის დროს, ლიბერთი კლუბში გაზრდილი რაოდენობის ქულები უგროვდებათ. შესაბამისად, მომხმარებელი მოტივირებულია რომ გადაიხადოს სწორედ EASYPAY-ს პარტნიორ ობიექტებში (გაიგეთ მეტი www.lbclub.ge).


სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში მომხმარებელთა რაოდენობისა და გაყიდვების ზრდასთან ერთად, EASYPAY-ს პარტნიორი ობიექტი დამატებითი შემოსავლის სახით მიიღებს საკომისიო შემოსავალს თითოეული განხორციელებული ოპერაციიდან. შესაბამისად, რაც უფრო მეტ მომხმარებელს მოემსახურება EASYPAY ტერმინალი, მით უფრო მეტი შემოსავლის მიღების საშუალება აქვს EASYPAY-ს პარტნიორ ობიექტს.


EASYPAY-ს ახლო მომავალში ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, ხოლო ტერმინალის ფუნქციონალის განახლება ძალიან მარტივია, პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის Google Play-დან ჩამოტვირთვით.


EASYPAY ტერმინალის განთავსება შეუძლიათ მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ამისათვის საკმარისია შეავსოთ შესაბამისი ფორმა ვებ გვერდზე: http://libertybank.ge/EasyPay ან დაუკავშირდეთ ჩვენს ცხელ ხაზს: 0322555500





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42