IPM: მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ოქტომბერში 3 პუნქტით გაუმჯობესდა
საზოგადოება - 13:37, 04 Nov, 2014     851

“აიფიემ კვლევები“ ოქტომბრის თვის მთავრობის წარმატების ინდექსის მონაცემებს აქვეყნებს. ოქტომბრის თვეში, ისევე როგორც სხვა თვეებში, გამოკითხვა 600 ზრდასრულ თბილისელზე ჩატარდა. სექტემბერ-ოქტომბრის თვეების სტატისტიკა ერთიანად არის მოცემული გრაფიკზე, რაც გვაძლევს, დროში,მთავრობის საქმიანობით კმაყოფილების ხარისხის შედარებას.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ოქტომბერში 3 პუნქტით გაიზარდა, თუმცა ის შედარებითი ანალიზის დასაშვები შეცდომის ფარგლებშია. ერთადერთი არსებითი ზრდა, მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის ინდექსში, პოლიციას დაუფიქსირდა, 7 პუნქტით. სხვა ყველა სექტორი, როგორც მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის კუთხით, ასევე წარმატების მოლოდინის კუთხით, პრინციპულად უცვლელია და რჩება საკმარისზე დაბალ ნიშნულზე.

როგორც გრაფიკზე ჩანს, ყველა მონაცემი გარდა პოლიციისა, კვლევის შეცდომის ფარგლებში იცვლება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბრის ნეგატიური ტალღა პოლიციისადმი ნეიტრალიზაციის პროცესშია. სხვა მხრივ, მთავრობის საქმიანობის მიმდინარე შეფასებითი პარამეტრები არ იცვლება. განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე პოლიციისა და ჯანდაცვის სექტორები ლიდერობენ, თუმცა მათი შედეგებიც კი არ არის არსებითად პოზიტიური. კვლავ რჩებასერიოზულ პრობლემად დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის სექტორები.მთავრობის ეფექტურობა ნულ ნიშნულს ქვემოთაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოგვარების თვალსაზრისით,ასევე სოციალურად დაუცველებზე ზრუნვისა და ზოგადად ხალხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

ტრადიციულად, მთავრობის მუშაობის წარმატების მოლოდინის ინდექსი შედარებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე საქმიანობის ეფექტურობის პარამეტრები, თუმცა თვალში საცემია, რომ დასაქმების ინდექსი ნულოვანია, სხვა სიტყვებით უიმედო. ჯანდაცვის სისტემა ისევ ლიდერობს 22 %-ით. მოლოდინის სივრცეშიც კი მთავრობის წარმატების ინდექსი მაღალი არ არის, თბილისელებს არ აქვთ დასაქმების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი.

წინა ორი ინდექსური სისტემის ბაზაზე, მთავრობის საქმიანობის რეიტინგი საშუალოდ 3 პუნქტით გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი შედარებითი ანალიზის დასაშვები შეცდომის ფარგლებშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42