სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც მოსკოვის პროსპექტს სახელი უნდა შეეცვალოს და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი დაერქვას. ხელმოწერები გროვდება.
პეტიცია
„შეეცვალოს მოსკოვის პროსპექტს დასახელება და გახდეს ქ.ჩოლოყაშვილის გამზირი.
შეიცვალოს საბჭოთა კავშირთან და მტერ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დასახელებები, ხოლო საქართველოსთვის მოღვაწე პირებს მივაგოთ დამსახურებული პატივი“.
ამ თემას უცხოეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, ანანო ბაკურაძე ეხმიანება და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს.
ანანო ბაკურაძე: „ მოსკოვში ნახევარზე მეტ ქუჩებს "გრუზინსკი" გრუზინსკაია" ჰქვია, ისე რომ იცოდეთ. ევროპელობა თუ გინდათ ბევრი სხვა რამეა გასაკეთებელი, საბჭოური აზროვნება ამ იდიოტური პეტიციით ვერ შეიცვლება, უფრო მეტიც არანაირი გავლენა არ ექნება“.
მასალის გამოყენების პირობები






