კრისტი ყიფშიძე: „ვფიქრობ არასოდეს მყვარებია“
საზოგადოება - 12:42, 04 Nov, 2014     2780

ბლიცი ცნობელ მოდელთან და უბერებელ კრისტი ყიფშიძესთან

ჩემი მეტსახელია - საერთოდ კრისტინა მქვია, კრისტის შემოკლებით მეძახიან. თუმცა, ახლა გამახსენდა ერთი მეტსახელიც.

მეგობრებმა “კრისტიქომი” დამარქვეს. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ყველას ტელეფონის ნომერი ვიცი, უფრო მეტიც, ვარ როგორც 09 ოპერატორი. ხშირად, როცა რაიმე ინფორმაცია სჭირდებათ ჩემთან რეკავენ. რატომღაც ყველაფერი ვიცი. ერთი „ნიკიც“ მაქვს, რომელიც მე თვითონ დავირქვი და ახლო მეგობრები მეძახიან - გლენი, მსახიობი გლენ ქლოსი მიყვარს ძალიან და ამიტომ.



ბავშვობაში ვოცნებობდი - უფრო მიფიქრია და მომდომებია. არ ვოცნებობდი და არც ახლა ვოცნებობ. როცა რაღაც ძალიან მინდა ყოველთვის მისრულდება, ოღონდ ძალიან გულით უნდა მინდოდეს.

ჩემი პირველი დიდი სიხარული - ბავშვობის არ მახსენდება, ისე კი ჩემი პირველი სიხარული, რომელიც უკვე წლებია გრძელდება ჩემი შვილი ნატალიაა. ის მხოლოდ სიხარული არ არის, ბევრად მეტია.

პირველად პოდიუმზე - ჩემი დებიუტი 1994 წლის 4 ნოემბერს, მეტეხში, მაკა ნაცვლიშვილის პერსონალურ ჩვენებაზე შედგა. თავიდან როგორც ჰობს ისე ვუყურებდი, მერე ჩემს პროფესიად იქცა და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა - რა თქმა უნდა ცხოვრებაში შეცდომები დამიშვია, მაგრამ არასდროს მინანია. ცხოვრება შეცდომების გარეშე შეუძლებელია. უნდა გაიაზრო ეს გზა, რომ მიხვდე ყველაფერს. კონკრეტულად რომელიმე ამ წამს რატომღაც არ მახსენდება.

ვნერვიულობ როდესაც - უფ, ზოგჯერ ძალიან უაზროდ ვნერვიულობ, ვცქმუტავ, უფრო ვწუწუნებ ამ დროს, მერე ვცდილობ დავწყნარდე, თავი ხელში ავიყვანო და ტყუილად არ ვიშალო ნერვები.

ერთხელ ისე გავგიჟდი რომ... - სულ ვგიჟდები, როდესაც რაღაც ძალიან მიხარია ასეა...

ცოდვად ვთვლი - სხვის განკითხვას... ყველას უნდა ახსოვდეს - ნუ განიკითხავ და არ განიკითხები...

პირველად შემიყვარდა - ვფიქრობ, არასოდეს მყვარებია... მეგონა, რომ იყო სიყვარული, ძალიან მიყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვხვდები, რომ ეს ასე არ იყო... არ მყვარებია... დღესაც უსიყვარულოდ ვარ... ალბათ როდესმე მოხდება ეს ჩემს ცხოვრებაში.

მამაკაცში მომწონს - ზუსტად არ ვიცი... უნდა მომხიბლოს...ასე კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს.

საყვარელი სუნამო - ერთი და გამორჩეული სუნამო არ მაქვს. ტკბილი სურნელი მიყვარს. გააჩნია რა ხასიათზე ვარ, აქედან გამომდინარეა ჩემი სუნამოც, ამიტომ ძალიან ბევრი მაქვს ერთდროულად გახსნილი...

ჩემთვის კომფორტი არის - გააჩნია რა კომფორტს გულისხმობთ, თუ სულიერ კომფორტზე მეუბნებით მთავარია გარშემო ყველაფერი იყოს დალაგებული, ნერვები დაწყნარებული და მხოლოდ პოზიტივი. ისე კი დილა, სანამ შხაპამდე მივალ ჭიქა ყავით თენდება, ეს რომ არ იყოს, ვფიქრობ დიდი დისკომფორტი იქნებოდა.

ვერ ვეგუები - როგორ ადამიანს ვერ ვეგუები? რთული კითხვაა. თუ ვერ ვეგუები არც მაქვს სურვილი რომ შევეგუო. მთელი ტვინითა და სხეულით ვგრძნობ, რომ ჩემი არ არის, ძალით არ მიყვარს ურთიერთობა.

ტყუილი - აუუ, ძალიან ცუდად გამომდის ვინმეს მოტყუება. არ მიყვარს რომ ვატყუებ და იგივეს ველოდები სხვისგანაც.

მავნე ჩვევა - სიგარეტის მოწევაა, მაგრამ არც ისეთი დიდი მწეველი გახლავართ. მე ისეთი თვითკრიტიკული ვარ, ვფიქრობ, მავნე ჩვევა ბევრი მაქვს. საერთოდ რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მიჭირს... ალბათ დადებითიც ბევრი მაქვს და ეს აბათილებს.

ვიცხოვრებდი - მიყვარს ჩემი ქალაქი სადაც დავიბადე, გავიზარდე და ვაგრძელებ ცხოვრებას. წელიწადში რამდენიმე თვით სიამოვნებით ვიცხოვრებდი სადმე კუნძულზე, სადაც სულ ზაფხულია, არის სიმშვიდე, მზე, წყალი... აი, სწორედ ასეთ კუნძულზე მინდა მომავალში ჩემს შვილიშვილებთან ერთად.

ყველაზე მეტად მეშინია - არ ვფიქრობ შიშზე, საერთოდ ნეგატივზე არასოდეს ვფიქრობ... ამას თქვენც გირჩევთ.

მიტყდება - როდესაც ვერ მიგებენ.

ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის - ჩემი შვილი ნატალია და ძალიან ვამაყობ მისით.

წყარო: „ჟოლო“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42