ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს
საზოგადოება - 11:34, 04 Nov, 2014     1535

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე დ.ხ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დ.ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს იგი საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს. ცემის და წამების შემდეგ იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში.

დ.ხ-ს განცხადებით, ვინაიდან, წამების მიუხედავად მან არ აღიარა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარების ფაქტიც შესაბამისი შემოწმების დროს არ დაუდგინდა.

დ.ხ-ს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.

განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, დ.ხ-ს დაკავების მომენტში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო რამდენიმე საათში, დროებით მოთავსების იზოლატორში შემოწმების დროს, მას სხეულზე არაერთი მნიშვნელოვანი დაზიანება ჰქონდა“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42