ჩაანაცვლა თუ არა ქეთევან ქარდავა გიორგი ფოფხაძემ საზმაუს ევროპის ბიუროში?
საზოგადოება - 18:03, 03 Nov, 2014     2878
რა ცვლილებები განხორციელდა საზოგადოებრივ მაუწყებელში და რატომ აპირებს მაუწყებელი ევროპის ბიუროს ცნობილი კორესპონდენტის ქეთევან ქარდავას ჩანაცვლებას გიორგი ფოფხაძით.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებებს გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც.

ინგა გრიგოლია‎: "საგიჟეთი მქონდა და ვერ მივადევნე თვალ-ყური ახალ ამბებს....გილოცავ,გიორგი....გამიხარდა და დიდ წარმატებას გისურვებ".

ლალი მოროშკინა: "გიო,გილოცავ პირველ სამუშაო დღეს! აბა შენ იცი, პრაქტიკულად სულხან-საბასგან რასაც ელოდა ერი, იგივე მოლოდინია შენგან, იმედია "ჰეპი ენდი" იქნება ამჯერად მაინც! გიორგობისთვე გიორგი გეორგიასთვის!!!-ეს კარმულია...

ლადო სადღობელაშვილი‎: გიოოოოო შენი იმედი გვაქ!!!

მანჩო გიორგობიანი: გიორგი ფოფხაძის დანიშვნასაც ვეღირსეეეთ!!! გილოცავ ვიეტნამ! რა ხელზე მისროლია მეტეორი?!

ეს იმ მიმლოცველთა და მილოცვების ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც გიორგი ფოფხაძემ ბოლო 2 დღის მანძილზე მიიღო. როგოც ფოფაძის ფეისბუქ გვერდზე, მის მიერ გამოქვეყვებული პოსტიდან ირკვევა, ის დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ევროპის ბიუროდან იმუშავებს და საზოგადოებას ევროპაში მიმდინარე სიახლეებს გააშუქებს.

"მოკლედ მეგობრებო ორშაბათიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბრიუსელიდან შევხვდებით ერთმანეთს.. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის საზმაუს ხლემძღვანელობას, დირექტორს გიორგი ბარათაშვილს, ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ჩათვალა რომ, მე შემიძლია სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივად, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ვიმუშაო ბრიუსელიდან... დიდი მადლობა ყველას.. შევეცდები პირველ რიგში მაყურებლის იმედები გავამართლო.. ჩემი ქვეყნის ადგილს მე პირადად ევროპაში ვხედავ, ამიტომ ბრიუსელში ევროტრუქტურებში, სადაც მე 14 წელი ვიმუშვე ევროპული ტელე-რადიო საშუალებებისთვის ძლიან დიდი ვალდებულებაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშობა... შევეცდები მუდამ ვიყო მიუკერძოებელი ოდენ აქამდე ყოფილა... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამარწმუნა მიმეღო ეს გადაწყვეტილება ..ვინც დიდი ნდობა გამომიცხადა".

როგორც ცნობილია, საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო 2009 წელს გაიხსნა და შარშან ზაფხულში, ფინანსური პრობლემების გამო, არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაიხურა. ბიუროს დაარსებიდან, ევროპის სპეციალური კორესპონდენტი ქეთი ქარდავა იყო. ქარდავა არხის საინფორმაციო გამოშვების ყოფილი უფროსის, სოფო მოსიძის და დირექტორის გიორგი ბარათაშვილის გადაწყვეტილებით თბილისში დააბრუნეს და დაპირდნენ რომ ფინანსური, პრობლემის მოგვარებისთანავე, ევროპის ბიურო მალე აღდგებოდა და მას ისევ გაუშვებდნენ ბრიუსელში.

როგორც ჟურნალისტი ქეტი ქარდავა "ნიუპოსტთან" ინტერვიუში აცხადებს, ევროპის ბიუროში, სპეციალური კორესპონდენტის სტატუსით გაშვებას ბრიუსელში მას დღემდე პირდება არხის დირექტორი.

"ფბ-დან შევიტყვე ფოფხაძის ამბავი, რომ მან გააფორმა კონტრაქტი. დავინტერესდი თემით, რაზეც გიორგი ბარათაშვილმა მითხრა, რომ ქეთი ქრდავა არავის არ ჩაუნაცვლებია, ბიურო არ გახსნილა, გაიხსნება იანვარში და იანვარში წავალ მე. რა კონტრაქტზეა საუბარი არ ვიცი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ძალიან კონკრეტულად მითხრა და რაზეც შევთანხმდით მე და გიორგი ბარათაშვილი", აცხადებს ქარდავა.


"ნიუპოსტი" სიტუაციაში გარკვევას, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან შეეცადა, რომელმაც განაცხადა, რომ გაუგებრობის მიზეზი არ არსებობს, რადგან არხის გადაწყვეტილებით ევროპის ბიუროში დღეიდან, ქეთი ქარდავას და გიორგი ფოფხაძის სახით 2 მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ეყოლებათ.

,,ფოფხაძე იქ არის და ქარდავაც თებერვლიდან წავა, ევროპა არ არის ერთი ქალაქი და ევროპის ბიუროში გვეყოლება 2 კორესპონდენტი. ევროპაში უამრავი რაღაც ხდება რისთვისაც აქედან 4 5 ჯგუფის გაგზავნა გვიწევს ხოლმე, ამიტომ შესაბამოსად გადავწყვიტეთ 2 მუდმივმოქმედი ჟურნალისტის ყოლა ბრუსელში. სადაც იქნება შტაბბინა", - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ცოტახნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია მასმედიაში მოსალოდნელი ,,წმენდის“ შესახებ. როგრც გიორგი ფოფხაძის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ლალი მოროშკინა გაზეთ ალიასთან ინტერვიუში აანონსებდა, რომ სულ მალე საზოგადოებრივი მაუწყებლის უცხოურ ბიუროებში წმენდა დაიწყებოდა. ,,უკვე დაწყებულია ფსონის დადება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ვაზელინი არ უსვიათ თავზე. ჩემი ინფორმაციით, წმენდა ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უცხოურ ბიუროებში რათა გამაგრდეს ჩვენი სახელმწიფოს პოზიციები ევროსტრუქტურებში, ანუ რეალური ინფორმაცია წავიდეს საქართველოდან და ასევე ნორმალური ინფორმაცია მივიღოთ ევროპიდან თუ ამერიკიდან. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში აქვს გახსნილი ბიურო, მაგრამ, სამწუხაროდ, არსად არ მუშაობენ ნორმალურად. ჩვენ ამ ტელევიზიის არსებობისთვის ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით“, - აცხადებდა მოროშკინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42