ვერიკო ტურაშვილი საზოგადოების ყურდღების ცენტრში მოექცა -ის ბიჭის დედა ხდება ქორწინებისა და ტრადიციული ადათ-წესების გარეშე. ბავშვის მამა ლაშა ნაკაიძეა. წყვილმა ერთად 3 წელი გააატარა, დაშორების მიზეზი კი მათი განსხვავებული ხასიათი აღმოჩნდა.
ვერიკო ტურაშვილი: „ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ შვილს ველოდები. მგონი ბიჭის დედა გავხდები. ბედნიერი ვარ, 11 წლის შემდეგ კვლავ ვხდები დედა. ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ნამდვილად არ მქონია, ასე მოხდა და ვერაფერს შეცვლი.
-რატომ ვერ შედგა თქვენი წყვილი?
-როგორც ჩანს ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა მომავალში ყველაფერი შეიცვალოს.
თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე და ლაშას ახლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
-როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?
-რაც მთავარია ოჯახი გვერდით დამიდგა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საზოგადოებას, მგონი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. რა თქმა უნდა იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს ასეთ საკითხებზე, ისე აღარ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ადრე... არა მგონია, რომ დღეს უქმროდ შვილის გაჩენა პრობლემა იყოს“.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა“

მასალის გამოყენების პირობები






