„იმავე უბანში, ანუ ნავთლუღში უამრავი ქუჩაა, რომლისათვისაც საკრებულოს შეეძლო ბერი გაბრიელის სახელი დაერქმია და არ შეხებოდა საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის პროსპექტს.“ - წერს ნიკა რურუა და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და შემდეგ განცხადებას აქვეყნებს.
ნიკა რურუა: „ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩის სახელის გაუქმება და მისი გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩად გადარქმევა დედაქალაქის საკრებულოს მიერ სიმპომატურია მთელი დღევანდელი ხელისუფლების შეფარული ტაქტიკისა, რომ მეთოდურად მოსპოს ყველაფერი მებრძოლი ეროვნული სულისკვეთების მატარებელი და ის ფარისევლურად ჩაანაცვლოს პოპულისტურად მომგებიანი, მაგრამ არაფრისმთქმელი სიმბოლოებით.
დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დროა, როგორც ამის მაგალითს ქაქუცა ჩოლოყაშვილი გვაძლევს, და არა სალოსობისა, რის გარდა საბჭოთა რუსეთმა და მათმა აქაურმა მსახურებმა არაფრის უფლება არ დაუტოვეს საბრალო ბერს - გაბრიელს, ვისაც უკიდურეს სიღატაკეში ამოხდა სული. იმავე უბანში, ანუ ნავთლუღში უამრავი ქუჩაა, რომლისათვისაც საკრებულოს შეეძლოთ ბერი გაბრიელის სახელი დაერქმია და არ შეხებოდა საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის პროსპექტს.
P.S. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ ქაქუცას ქუჩის სახელის გადარქმევის ცერემონიაზე, უკანა ფონზე დაძრწოდა ტრისტან წითელაშვილიც, რაც საბოლოო ავბედითი დე-ჟავიუს ელფერს სძენდა მთელს ამ გროტესკულ სანახაობას.
მასალის გამოყენების პირობები






