„პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს თავიდან შეხვედრაზე შეუთანხმდა, თუმცა რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე არ შედგა. ამალიასთან სახლში მისი დედამთილი ცხოვრობს, რომელაც რძლის ნამღერი ნიჭიერში არ მოუსმენია, თუმცა ,,პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ ხშირად პიანინოზეც უკრავს და მღერის კიდეც.
აღმოჩნდა, რომ ამალია ჯიბლაძეს მისმა მეზობელმა ქალბატონმა ლალი ირემაშვილმა ურჩია კონკურსში მონაწილეობის მიღება, ,,ვუთხარი, მიდი და მონაწილეობა მიიღე, მერე ისე მოხდა, რომ დამთავრდა და მიღება აღარ იყო. რომ გავიგე დამატებითი სიების შესახებ, შევარდი და ვუთხარი, ლია ჩქარა რაღაც გააკეთე.... ნამდვილად მღერის ეს გოგო“, - ჰყვება მეზობელი ლალი ირემაშვილი. ამალია ჯიბლაძეს ყველა მეზობელი იცნობს და მას გულშემატკივრობენ.
საყოველთაო აღიარებას „ნიჭიერის“ ეთერში გასვლის შემდეგ დაეწია დაუსრულებელი ბრალდებები - ამალიას ბრალად ფონოგრამაზე სიმღერა დასწამეს, რაც ნიჭიერის გმირმაც და „რუსთავი 2“-მაც პირად შეურაცხყოფად მიიღო. ორმაგმა ემოციურმა სტრესმა თავისი ქნა და ყველასთან კონტაქტზე უარს ამბობს. ფსიქოლოგის რჩევით ახლა ის იზოლირებულია პრესისგან, ინტერნეტისგან, ზედმეტი ემოციისგან.
პროექტ „ნიჭიერის“ პროდიუსერი, გიორგი ხაბურძანია ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ცილისწამებისთვის სასამართლოშიც მივა და დაამტკიცებს, რომ ამალია ჯიბლაძეს ფონოგრამაზე არ უმღერია, ეს „რუსთავი 2“-ის ყველა მსგავსი პროექტის მკაცრი წესია და არხის პრესტიჟის საქმე. ამალიას პირად ცხოვრებაზე დაუსრულებელ საუბარს და მასზე პასუხებს არასერიოზულად მიიჩნევს.
წყარო: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






