საერთაშორისო ორგანიზაციებს ტელეკომპანია "თრიალეთში" მომხდარ ინციდენტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ
საზოგადოება - 15:05, 01 Nov, 2014     1264

ცოტა ხნის წინ გორში "ქართული მედია ჯგუფმა" საგანგებო ბრიფინგი გამართა, ორგანიზაციის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებს და შსს-ს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, გუშინ ტელეკომპანია "თრიალეთში" მომხდარ ინციდენტზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინონ , როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო ჩიბჩიური აცხადებს, რეგიონული მედიის წარმომადგენლების უფლებები ხშირად ირღვევა, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. სამართალდამცავებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი მსგავს ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

მისი თქმით გუშინ, ტელეკომპანია "თრიალეთში" მომხდარი ინციდენტი, არის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლა და ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა.

გუშინ, სააგენტო „ნიუპოსტისა“ და ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს, ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში გასულმა სიუჟეტმა, სადაც ასახულია მასწავლებელი ირინა ტურაშვილი, რომელიც თავის მოსწავლეებს სცემდა, ქალბატონის მეუღლის გაღიზიანება გამოიწვია.

მამაკაცი ტელეკომპანიის ოფისში მიიჭრა და მოითხოვდა გიორგი ახალკაცის ნახვას. ეს უკანასკნელი ჟურნალისტს ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, ასევე ცნობილია, რომ მამაკაცს სავარაუდოდ თან დანა ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42