5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
საზოგადოება - 13:48, 01 Nov, 2014     1981
1-3 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში შერჩეული 10 ათასამდე აღმწერი, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების წინასწარ შემოვლას განახორციელებენ და მოსახლეობას აცნობებენ მოსალოდნელი საყოველთაო აღწერის შესახებ.
საქსტატის აღმწერები ოჯახებთან შეათანხმებენ მათთვის მოსახერხებელ დროს გამოკითხვისათვის.
საქსტატი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას ითანამშრომლოს საქსტატის წარმომადგენელთან და მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრ დავით შავლიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქსტატის ხელმძღვანელი მერი დაუშვილი და კომისიის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში მიმდინარე და შესრულებული სამუშაოები განიხილეს. საყოველთაო აღწერის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ნოემბერს დასრულდება. სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებული 10 ათასამდე აღმწერი მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ სამოქმედო ტეროტორიაზე არსებულ ყველა საცხოვრისს შემოივლის, მოსახლეობის რაოდენობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საფუძვლიანად შეისწავლის. ოჯახში აღწერის პროცესი 40-დან 60 წუთამდე გაგრძელდება.
აღმწერები სპეციალური კითხვარების მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას შინამეურნეობისა და მის შემადგენლობაში მყოფი თითოეული წევრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღწერა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენს უნიკალურ საინფორმაციო წყაროს, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო აქტიურობა და პროდუქციის წარმოება ძირითადად ხორციელდება შინამეურნეობების სექტორში და ამასთან ერთად, საქსტატი ეყრდნობა რა გაეროს 2010 წლის აღწერების რაუნდისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს, დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერის ჩატარებისას (5-19 ნოემბრის პერიოდში) სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, აგროვებს ასევე ინფორმაციას შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო-აქტიურობის შესახებ. კითხვარის მეშვეობით მიიღება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, აღწერის შედეგად მოპოვებული ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას. რესპონდენტის შესახებ ინდივიდუალური მონაცემები ინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.
ნოემბრის თვეში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის თემები) და ახმეტის (ომალოს თემი) მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა განხორციელდა 2014 წლის 15-29 სექტემბერს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42