საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:13, 31 Oct, 2014     2614

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალათ. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამია,საბანკო სექტორი მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით უნდა შემოიფარგლოს. ამ გადაწყვეტილებით სებ–ი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკების მხრიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ პოლიტიკისა, რომელიც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით შემუშავდა სხვადასხვა რეგულაციის შერბილებასთან ერთად. ამ ეტაპზე, აღარ არსებობს მსგავსი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა და აღნიშნულმა პაკეტმა საკუთარი თავი მთლიანად ამოწურა.

„ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და საერთაშორისო პრაქტიკის განხილვის შემდეგ, დაასრულა საბანკო სექტორის არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა. როგორც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, ამ თემასთან დაკავშირებით ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მიდგომებია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში რეგულატორების პოლიტიკაში იკვეთება ტენდენცია, რომელიც ბანკებს უძრავი ქონებისა და სხვა არასაფინანსო სექტორებში ჩართვას უზღუდავს, მათ შორის ბანკების შვილობილების მეშვეობითაც.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები კვლავ შედარებით მცირეა. ბანკების მხრიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ეროვნული ბანკის ლიბერალური დამოკიდებულება ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ პოლიტიკისა, რომელიც 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით შემუშავდა სხვადასხვა რეგულაციის შერბილებასთან ერთად. ამ ეტაპზე, აღარ არსებობს მსგავსი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა და აღნიშნულმა პაკეტმა საკუთარი თავი მთლიანად ამოწურა. უძრავი ქონების სექტორის გაჯანსაღების ტენდენციამ და ბანკების არაპროფილური საქმიანობის მზარდმა მასშტაბებმა დღის წესრიგში დასვა საზედამხედველო მიდგომის ცვლილების აუცილებლობა.

ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართულობა სებ-ის მიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში სეტორისათვის რისკიანად ფასდება. მსგავსი პრაქტიკა აჩენს ინტერესთა კონფლიქტის რისკს. დამატებითი არგუმენტია ეკონომიკის რეალურ სექტორში კონკურენციაზე უარყოფითი ზეგავლენის არიდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სებ-ი მიესალმება კომერციული ბანკის აქციონერების მხრიდან არასაბანკო სფეროში ინვესტიციების განხორციელების პრაქტიკას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება უშუალოდ ბანკების მიერ და ასევე არ წარმოქმნის დამატებით რისკებს ბანკებისათვის.

ამდენად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს აეკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და საბანკო სექტორი შემოიფარგლოს მხოლოდ ტრადიციული საფინანსო მომსახურების მიწოდებით. სებ–ი მნიშვნელოვნად ამკაცრებს ახალი ნებართვების გაცემის მიდგომას არაპროფილური საქმიანობის წამოწყებაზე, რაც შესაბამისობაშია 2008 წლამდე არსებულ პრაქტიკასთან. ასევე, იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან ასეთ საქმიანობაში, 30 კალენდარული დღის ვადაში სებ-ს უნდა წარმოუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი (2015 წლის 31 დეკემბრამდე) გამოსვლის დეტალური სტრატეგია.“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42