რა ხდება საფეხბურთო კლუბ „ბახმაროში“ და რატომ დატოვა კლუბი მთავარმა მწვრთნელმა - ექსკლუზივი
სპორტი - 17:07, 31 Oct, 2014     3917

ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბ „ბახმაროში" საკადრო ცვლილებები გრძელდება. კლუბის დირექტორის, გრიშა თოდრიას თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, კლუბიდან მთავარი მწვრთნელი გია გიორგაძე დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძესა და ჩხიკვაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს” ამჟამინდელი დირექტორი დავით ჩხიკვაძე სატელეფონო საუბარში, ფეხბურთელებსა და მწვრთელებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ გიორგაძე კლუბიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა.

_ დათო, რა გახდა საფეხბურთო კლუბიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის მიზეზი, გავრცელებული ინფორმაციით, თქვენსა და გიორგაძეს შორის დაპირისპირება მოხდა...

_ ბესო გიორგაძე კლუბიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თავისი მიზეზით წავიდა.

_ და რა არის ეს "თავისი” მიზეზი?

_ არ ვიცი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

_ გიორგაძის ნაცვლად დაინიშნა ალექსანდრე შონია, საფეხბურთი კლუბის რამდენიმე თანამშრომელი, პირად საუბრებში შონიას არაკომპეტენტურობაში სდებს ბრალს და ამბობენ, რომ გუნდის წარუმატებლობა, სწორედ მისი არაკვალიფიციურობის ბრალი იქნება...აქვს შონიას სათანადო გამოცდილება?

_ ალექსანდრე შონიას აქვს "ც” კატეგორია, ის კლუბში თამაშობდა რამდენიმე წელი, როგორც ფეხბუთელი, აქვს შესაბამისი ლიცენზია და ეს მაფიქრებინებს, რომ არის კომპეტენტური.

თუ რა გახდა მისი კლუბიდან წასვლის მთავარი მიზეზი, ამის გარკვევას ბესო გიორგაძესთან რამდენჯერმე შევეცადეთ, თუმცა ის კომენტარისგან თავს იკავებს. როგორც კულუარებში ამბობენ, მისი მაღალი თანამდებობის პირი მეგობრის მხრიდან შეპირებული სამსახურის სანაცვლოდ წავიდა.

"ნიუპოსტი” საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს” ერთ-ერთ ფეხბურთელს გაესაუბრა, რომელიც იმ შემთხვევაში დაგვთახმდა საუბარზე, თუ მის ვინაობას არ დავასახელებდით.

_ რა სიტუაცია საფეხბურთო კლუბში? რა ინფორმაცია გაქვს, მთავარმა მწვრთნელმა რატომ დატოვა პოსტი?

_ გაუშვეს თამაშებს რომ ვერ იგებდნენ იმიტომ.

_ შონიას პერიოდში რა შედეგი აქვს "ბახმაროს”?

_ იგივე სიტუაციაა, მაგრამ გუნდი უფრო ბრძოლისუნარიანი გახდა.

_ ანუ კმაყოფილი ხარ ამ გადაწყვეტილებით?

_ რავი, ჩემთვის სულერთია, მაინც არ მათამაშებენ..

_ რატომ არ გათამაშებენ?

_ ვერც ვთამაშობ შეიძლება, მაგრამ შანსიც არ მოუციათ ჩემთვის რომ მენახებინა იქნებ შემიძლია თამაში. ძველადაც ასე იყო, არაფერი არ შეცვლილა კლუბში ამ კუთხით.

საფეხბურთო კლუბი „ბახმარო“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, გუნდში არსებულ პრობლემებს საგანგაშოდ არ მიიჩნევს გამგეობა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებს, რომ გუნდის წარმატება დიდწილად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42