„ჩემო საყვარელო მეგობარო ალეკო, შენ ხარ უკიდურესად სამარცხვინო“- ასე შეამკო დღეს "მაესტროდან" წასულმა, გადაცემა "სუბიექტური აზრის" წამყვანმა, ჟურნალისტმა თეონა გეგელიამ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ალეკო ელისაშვილი.
გეგელიას „მოკლე მესიჯი“ სავარაუდოდ პროტესტია ელისაშვილის ახალი პოზიციისადმი. დღეს გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, "მაესტროს" არხზე სწორედ იმ გადაცემის, „სუბიექტური აზრის“ ახალი წამყვანი იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებმა თეონა გეგელიამ და დიანა ტრაპაიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს. ელისასვილმა შეთავაზება ბაია გადაბაძისგან.
როგორც ცნობილია ელისაშვილის თანაწამყვანი ჟურნალისტი ნათია გამცემლიძე იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მაესტრო" "სუბიექტური აზრის" წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ, არხის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული თათბირის შემდეგ დატოვეს, რომელიც საგენგებო ცვლილებებს ეხებოდა. „მაესტრო“ ჟურნალისტებმა სოფო ზურაბიანმა, მაკა ცინცაძემ და ვახო სანაიამაც დატოვეს.
„სუბიექტურუ აზრი“ ალეკო ელისაშვილთან ერთად, პირველად ხვალ 21:00 საათზე გავა ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






