თბილისში საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი იწყება
კულტურა - 16:06, 31 Oct, 2014     2088

6 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი იწყება, რომელიც 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

პროექტი ხელოვანებს საშუალებას მისცემს თბილისის სხვადასხვა დარბაზსა და არაორდინალურ ადგილებში წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები, დაესწრონ ღია პანელებსა თუ მოლაპარაკებებს.ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: თენგიზ სეფიაშილი, ნინო სეფიაშვილი, მერაბ გუგუნაშვილი, სოფო გონგლიაშვილი, დავით სულიკაშვილი, ლაშა მდინარაძე, ნია გვათუა, დათო მაჭავარიანი (კაკადუ), ვიკა გაზინსკაია, ლაშა დევდარიანი, ირინა გაჩეჩილაძე, გიორგი მჟავანაძე “MODAOMI“, დინა ოგანოვა, DONANOFF (უკრაინა), BENEDETTA BRUZICCHES (იტალია).

ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი უცხოელი მედიისა და კინომატოგრაფიის წარმომადგენლები, როგორიცაა The Daily Telegraph-ის ხელმძღვანელი - ჰილარი ალექსანდერი; ბრიტანეთის მოდის კინომატოგრაფიის დირექტორი-მერი შულერი;პროდიუსერი და რეჟისორი კატრინ ფერგუსონი, რომლის ფილმებიც მოხვდა ისეთ მედია არხებზე, როგორიცაა -MTV, BBC და Vogue.

ფესტივალი საქველმოქმედო ფონდის „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ქართველ ხელოვანებს ეძლევათშანსი მსოფლიო მასშტაბით რეჟისორებს, ჟურნალისტებს, მხატვრებს, დიზაინერებს, მსახიობებსა და ხელოვნების სხვა წარომადგენლებს გააცნონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე გაიზიარონ მათი გამოცდილებები. საქველმოქმედო ფონდი „Societe Anonyme”მიმდინარე ფესტივალის გარდა აერთიანებს რამდენიმე წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ფესტივალს საინფორმაციო მხარდაჭერას ქართულ მედია არხებთან ერთად გაუწევს Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული და იტალიური გამოცემები, ასევეჟურნალი Tatler,Elle Italy,Sleek Magazine, women's wear daily (wwd), Le Bon Marché, Harvey Nichols.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42